Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა
Civil Georgia, Tbilisi / 19 აგვ.'15 / 12:48

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა განაცხადა, რომ მის ვებგვერდზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა სამშაბათს.

მთავარი გვერდი ჩაანაცვლა ანიმეს პერსონაჟის ანიმაციურმა გამოსახულებამ და ინგლისურენოვანმა წარწერებმა, მათ შორის  “Hacked by Error 7rB” და “No System Is Safe Access to the Site Was Easy” - "არცერთი სისტემაა უსაფრთხო, ამ საიტზე შეღწევა ადვილი იყო."

სახელმწიფო მინისტრის აპარატმა განაცხადა, რომ მან დროებით მოხსნა თავის ვებგვერდი smr.gov.ge, რომელიც ამ დრომდე არ არის ხელმისაწვდომი. უწყების ცნობით, ოფიციალურ ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციას ზიანი არ მიდგომია.

საქართველოს სამთავრობო საიტებზე ჰაკერული თავდასხმები ადრეც მომხდარა. ივლისის დასაწყისში ჰაკერების სამიზნე იყო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალური ვებგვერდი, რომელზეც ინგლისურად შემდეგი შეტყობინება დაიდო: „დაჰაკერებულია კიბერ ისლამური სახელმწიფოს მიერ“. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდს ჰაკერებმა დეკემბრის შემდეგ ორჯერ შეუტიეს; გარემოს დაცვის სამინისტროს ვებგვერდს - შარშან მარტში; ხოლო დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საიტს - ამ იანვარს. საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი კი კიბერ შეტევის მსხვერპლი 2014 წლის იანვარში გახდა.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
26