Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისი მიესალმება ნატოს სამხედრო ყოფნის გაძლიერების გეგმებს აღმოსავლეთ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში
Civil Georgia, Tbilisi / 27 ოქტ.'16 / 15:38

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიესალმა 26-27 ოქტომბერს ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში განხილულ საკითხებს, რომელიც ალიანსის სამხედრო ყოფნისა და აქტივობების გაძლიერებას უკავშირდება აღმოსავლეთ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში, რაზეც ალიანსმა გადაწყვეტილება ვარშავის სამიტზე მიიღო.

„მნიშვნელოვანია, რომ ალიანსმა დაიწყო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. აღსანიშნავია, რომ საქართველო, საკუთარი ფორმატების ფარგლებში, მონაწილეობს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ალიანსის დისკუსიებში“, - განაცხადა ჯანელიძემ და აღნიშნა, რომ თბილისი მზად არის „განაგრძოს საკუთარი წვლილის შეტანა ევრო-ატლანტიკური სივრცისა და მისი განუყოფელი ნაწილის, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში".

„მისასალმებელია, რომ ნატო არა მხოლოდ გააძლიერებს თავის სამხედრო ყოფნას და აქტივობებს შავი ზღვის რეგიონში, არამედ ასევე მხარს დაუჭერს სანაპირო ქვეყნების ძალისხმევას რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის წერილობით განცხადებაში, რომელიც 27 ოქტომბერს გავრცელდა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ოთხშაბათს მინისტერიალის პირველი დღის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბალტიისპირეთის სამ ქვეყანასა და პოლონეთში მრავალეროვნული ოთხი ბატალიონის განთავსებასთან ერთად, წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა ასევე განიხილეს ის პროგრესი, რომელიც შავი ზღვის რეგიონში ნატოს გაძლიერებულ ყოფნას უკავშირდება რუმინეთის ხელმძღვანელობით ხმელეთზე მრავალეროვანი ბრიგადის განთავსების გზით.

მისი ინფორმაციით, იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს შავი ზღვის რეგიონში ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში წვლილი შეიტანონ თავიანთი ძალებით, არიან კანადა, გერმანია, ნიდერლანდები, პოლონეთი, თურქეთი და შეერთებული შტატები.

„სხვა მოკავშირეებიც განიხილავენ, თუ რა წვლილის შეტანა შეუძლიათ“, - დასძინა სტოლტენბერგმა.

მისი განცხადებით, ალიანსი „შეშფოთებულია“ ნატოს საზღვრებთან რუსეთის ბოლო დროინდელი სამხედრო გააქტიურებით, მათ შორის კალინინგრადში „ისკანდერის“ ტიპის სარაკეტო სისტემის განთავსების და  სამხედრო წვრთნების „კავკაზ 2016“-ის გამო, რომელიც სექტემბერში გაიმართა.

კითხვაზე ორმხრივი გააქტიურება ხომ არ ქმნის ვითარების ესკალაციის საფრთხეს, ნატოს გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენციაზე უპასუხა: „ნატოს არ სურს რუსეთთან დაპირისპირება. ჩვენ არ გვინდა ახალი ცივი ომი და ახალი შეჯიბრი შეიარაღებაში და მაშასადამე, რასაც ნატო აკეთებს ეს თავდაცვითი ხასიათისაა და პროპორციულია“.

„ამავე დროს, ნატომ უნდა იმოქმედოს, როცა ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში, ვხედავთ რუსეთის მხრიდან მნიშვნელოვან სამხედრო გაძლიერებას და მათ მიერ სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ დავინახეთ მათი სურვილი გამოიყენონ სამხედრო ძალა მეზობლების წინააღმდეგ: ყირიმი, უკრაინა – და ასევე საქართველომაც იხილა მუქარის შემცველი რიტორიკა რუსეთის მხრიდან. ამდენად, ნატომ რეაგირება უნდა მოახდინოს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა, ნატოს ქმედებები არა "პროვოცირებისკენ", არამედ კონფლიქტის „პრევენციისკენ“ არის მიმართული იმ ფონზე, როცა ალიანსს სურს დიალოგი და მეტი თანამშრომლობა რუსეთთან.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20