Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობაში დამატებით სამი ფრაქცია შეიქმნა
Civil Georgia, Tbilisi / 26 დეკ.'16 / 16:27

საპარლამენტო უმრავლესობაში დამატებით სამი ახალი ფრაქცია შეიქმნა პარლამენტის ბიუროს 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით, რის შედეგადაც უმრავლესობაში არსებულ ფრაქციათა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა.

ახლადშექმნილ „ქართულ ოცნება – კონსერვატორებს“ დეპუტატი გიგა ბუკია უხელმძღვანელებს და მასთან ერთად, ამ საპარლამენტო ჯგუფში შევლენ დეპუტატები: კონსერვატიული პარტიის ლიდერი და ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური, ასევე პაატა კვიჟინაძე, ნინო გოგუაძე, რუსლან გაჯიევი და მუხრან ვახტანგაძე.

კონსერვატორების მსგავსად, მეცხრე მოწვევის პარლამენტში, ისევე როგორც წინა პარლამენტშიც, თავისი ფრაქცია ეყოლება დიდი ხნის მაჟორიტარ დეპუტატს და სააფთიაქო ქსელი „პსპ“–ს თანადამფუძნებელს კახა ოქრიაშვილს. მის ფრაქციაში სახელწოდებით „ქართული ოცნება  - რეგიონების განვითარებისთვის“ შემდეგი მაჟორიტარი დეპუტატები გაერთიანდნენ:  გოგი მეშველიანი, გოდერძი ჩანქსელიანი, პაატა მხეიძე, გურამ მაჭარაშვილი და ენზელ მკოიანი.

მესამე ახალ ფრაქციას სახელწოდებით "ქართული ოცნება- სოციალ-დემოკრატები" დეპუტატი გია ჟორჟოლიანი უხელმძღვანელებს, რომელიც ქართული ოცნების სიით, როგორც სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ოქტომბერში უკვე მეორედ იქნა დეპუტატად არჩეული. მის ფრაქციაში გაერთიანდნენ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები კობა ნარჩემაშვილი და ბექა ნაცვლიშვილი, ასევე მაჟორიტარები სულხან მახათაძე, სავალან მირზოევი და რომან მუჩიაშვილი.

ახალ 6-წევრიან ფრაქციებში გაერთიანებულმა 18-ვე დეპუტატმა დატოვა ქართული ოცნების ყველაზე მსხვილი, 110-წევრიანი ფრაქცია, რომელიც ახალი პარლამენტის შეკრების პირველივე დღეს შეიქმნა ფრაქცია "ქართულ ოცნება-მრეწველებთან" ერთად.

უმრავლესობის ხუთ ფრაქციასთან ერთად, ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობაში ორი ფრაქცია ფუნქციონირებს. უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ მყოფი ერთდერთი ფრაქცია პატრიოტთა ალიანსმა შექმნა.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
36