Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პოლიტიკური პარტიები და პრეზიდენტი სამთავრობო ცვლილებებს აფასებენ
Civil Georgia, Tbilisi / 13 ნოე.'17 / 18:22

პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის ინიციატივას, რომელიც მთავრობაში მასშტაბურ სტრუქტურულ რეორგანიზაციას და საკადრო ცვლილებებს ითვალისწინებს, პოლიტიკური პარტიების მხრიდან შეფასებები მოჰყვა.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები დაგეგმილ სამთავრობო ცვლილებებს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ იგი კვლავ ცდილობს „გააკონტროლოს ყველა საკვანძო უწყება“. ოპოზიციაში განსაკუთრებულ ყურადღებას შინაგან საქმეთა მინისტრად ეკონომიკის მოქმედი მინისტრის, გიორგი გახარიას, ხოლო ფინანსთა მინისტრად „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორის მამუკა ბახტაძის დანიშვნაზე ამახვილებენ. 

„ასეთი მასშტაბური ცვლილებები, როგორც სტრუქტურული ასევე საკადრო, აჩვენებს იმას, რომ თვითონ მთავრობა და ხელისუფლების გუნდი არ არის კმაყოფილი საკუთარი მუშაობით და ეს ძალიან უცნაურია, როდესაც ადგილობრივი არჩევნები სულ რამდენიმე კვირის წინ ჩატარდა“, - განაცხადა დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან სალომე სამადაშვილმა. მისივე თქმით, გიორგი გახარიას დანიშვნა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე არის „სრულიად გაუგებარი“. 

„ეს ცვლილებები აჩვენებს ერთ რამეს, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ კიდევ უფრო ახლო დინსტანციიდან გააკონტროლოს ყველა საკვანძო უწყება“, - დასძინა სალომე სამადაშვილმა.

სამთავრობო ცვლილებებს ბრიფინგით გამოეხმაურა ევროპული საქართველო. 

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, „დაწინაურდნენ და ძალაუფლება  შეინარჩუნეს“ იმ პირებმა, რომლებიც ყოფილ პრემიერთან, ბიძინა ივანიშვილთან ახლო ურთიერთობით გამოირჩევიან. მანვე ყურადღება ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების აუცილებლობაზე გაამახვილა.

„ევროპული საქართველო ბიუროკრატიული მასის შემცირებას დიდი ხანია ითხოვს, ვინაიდან ჩვენ მიგვაჩნია, რომ ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ხარჯები, ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მამუხრუჭებელი ფაქტორია. ჩვენ ველით 2018 წლის ბიუჯეტს, სადაც ცვლილებები მკაფიოდ უნდა იყოს ასახული და შესაბამისი ზომითა და პროპორციით უნდა იყოს ასახული“, - განაცხადა უგულავამ. 

ოპოზიციის კრიტიკას სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით არ ეთანხმებიან მმართველი გუნდის წარმომადგენლები. 

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრემიერის მიერ შემოთავაზებული სტრუქტურული ცვლილებები ემსახურება მთავრობაში „მართვის სისტემის რაციონალიზაციას და ეფექტიანობის კიდევ უფრო ამაღლებას“. „რაც შეეხება ბიუჯეტს, ბუნებრივია, ამ ცვლილებების ერთ-ერთი შედეგი იქნება ასევე ხარჯების რაციონალიზაცია და ოპტიმიზაცია, აქედან გამომდინარე, ყველა თვალსაზრისით, ეს ცვლილებები მოიტანს დადებით შედეგებს“, - დასძინა კობახიძემ.

„მე მგონი საუბარი ბატონ ბიძინა ივანიშვილზე და დაუსრულებელი საუბარი მის ასე ვთქვათ, მონაწილეობაზე ამ ყველაფერში, უკვე მობეზრდა მოსახლეობას იმ კონტექსტში, რა კონტექსტშიც ამას აკეთებს ოპოზიცია“, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა. მისივე თქმით, სამთავრობო ცვლილებები „აუცილებელია იმისთვის, რომ მთავრობის საქმიანობა ბევრად უფრო ეფექტური, უკეთ კოორდინირებული იყოს“. 

მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც შეაფასეს.

,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპტიმიზაციის პროცესის შედეგად განხორციელებული ცვლილებები საზოგადოების თითოეულ წევრზე პოზიტიურად აისახოს. ჩვენ დადებითად ვაფასებთ მინისტრების პოსტზე  წარმოდგენილ კანდიდატურებს, წარმატებას ვუსურვებთ მათ, ვინაიდან მათ აქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე”, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა.

მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის გეგმა პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა 13 ნოემბერს წარადგინა. ცვლილებების შედეგად, საქართველოს მთავრობაში, დღეს არსებული 16 სამინისტროს და სახელმწიფო მინისტრების ორი აპარატის ნაცვლად, 13 სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის ერთი აპარატი დარჩება. იგეგმება ცალკეული ძალოვანი უწყებების გაერთიანებაც.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16