Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ნაციონალური მოძრაობა ხმების პარალელური დათვლის შედეგებით ლიდერობს
/ 3 ნოე.'03 / 13:28

(თბილისი, 3 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ, რომელმაც საქართველოს მასშტაბით 3000 დამკვირვებელი გაგზავნა არჩევნებზე მონიტორინგის ჩასატარებლად, პირველად საქართველოში 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლა განახორციელა.

ქვემოთ მოცემულია "სამართლიანი არჩევნების" მიერ 3 ნოემბერს გამოქვეყნებული ხმების პარალელური დათვლის შედეგები:

სააკაშვილი-ნაციონალური მოძრაობა - 26,6%
ახალი საქართველოსთვის - 18,92%
ლეიბორისტული პარტია - 17,3%
ბურჯანაძე-დემოკრატები - 10,15%
აღორძინების კავშირი - 8,13%
ახალი მემარჯვენეები - 7,99%
მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს - 5,2%

"სამართლიანი არჩევნების" განცხადებით, პარალელური ხმების დათვლის შედეგებში ცდომილების ზღვარი 2% არ გადააჭარბებს.

"სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლებმა ხმები საუბნო საარჩევნო კომისიების ოფიციალურ წარმომადგენლებთან ერთად დათვალეს. ხმების პარალელური დათვლა ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს არჩევნების შედეგების გაყალბების თავიდან ასაცილებლად.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო) წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში სახელისუფლებო ბლოკი "ახალი საქართველოსთვის" ლიდერობს.

ცსკო-მ ხმები 2,870 საარჩევნო უბნიდან 450 უბანში დათვალა. ხმები უბნებზე შემდეგნაირად განაწილდა: ახალი საქართველოსთვის - 27,6%; ნაციონალური მოძრაობა - 23%; ლეიბორისტული პარტია - 16,1%; ბურჯანაძე-დემოკრატები - 9,6%; ახალი მემარჯვენეები - 8,7%; მრეწველები - 5,9% და აღორძინება - 5%.

ეს საბოლოო შედეგი არ არის, რადგანაც ცსკო-ს კიდევ 2,420 უბანში დარჩა დასათვლელი ხმები.

პარლამენტში შესვლა მხოლოდ იმ პარტიებს შეეძლებათ, რომლებიც 7%-იან ბარიერს გადალახავენ.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20