"ბოლნისის საარჩევნო ოლქს 4 დღის ვადა მიეცა, რათა ხელახლა მოხდეს უბნების მიხედვით ოქმების და შესაბამისი დოკუმენტების გადამოწმება", - განუცხადა "სივილ ჯორჯიას" საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა თინათინ ხიდაშელმა.
მისი თქმით, სარჩელი შეტანილია იმ გაყალბებათა საფუძველზე, რაც არჩევნების დღეს დამკვირვებლებმა დააფიქსირეს.
ბოლნისის რაიონში ყველაზე რეალურ მაჟორიტარ კანდიდატებად ითვლებოდნენ ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი, სახელისუფლებო ბლოკის ერთ-ერთი ლიდერი ლევან მამალაძე და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ქამალ მურადხანოვი.