1. სახელისუფლებო ბლოკი "ახალი საქართველოსთვის" – 21.32%
2. აღორძინების კავშირი – 18.84%
3. ნაციონალური მოძრაობა – 18.8%
4. ლეიბორისტული პარტია – 12.04%
5. ბურჯანაძე-დემოკრატები – 8.79%
6. ახალი მემარჯვენეები – 7.35%
შედეგად, პროპორციული არჩევნების მეშვეობით სახელისუფლებო ბლოკმა ახალ პარლამენტში 38 მანდატი მოიპოვა, აღორძინებამ – 33, ნაციონალურმა მოძრაობამ – 32, ლეიბორისტულმა პარტიამ – 20, ბურჯანაძე-დემოკრატებმა – 15, ახალმა მემარჯვენეებმა – 12.
75 ადგილს 235 მანდატიან პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატები დაიკავებენ, ხოლო დარჩენილ 10 ადგილს – აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები.
ნაციონალური მოძრაობა და ბურჯანაძე-დემოკრატები ბოიკოტს უცხადებენ ახალ პარლამენტს და უარს ამბობენ საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე. ისინი ხელისუფლებას არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ და პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომასა და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
RSS
Mobile
Twitter
Facebook
