აჭარის უმაღლესმა საბჭომ 20 ივლისს ლევან ვარშალომიძე მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე დაამტკიცა.
აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის გადადგომის შემდეგ ლევან ვარშალომიძე აჭარის დროებით საპრეზიდენტო საბჭოს ხელმძღვანელობდა.
"იგი [ლევან ვარშალომიძე] ახალგაზრდა და ენერგიულია და მან იცის, როგორ გაუმკლავდეს რეგიონში არსებულ უამრავ პრობლემას“, განუცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვარშალომიძის ოფიციალური წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს.