Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გალი აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გადამწყვეტ როლს შეასრულებს
/ 6 ოქტ.'04 / 16:55
"სივილ ჯორჯია"

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცსკ) მიიღო ოპოზიციის კანდიდატის სერგეი ბაღაფშის წინადადება და ბათილად ცნო გალის რაიონის სამივე საარჩევნო უბნის შედეგები, რის შედეგადაც 17 ოქტომბერისთვის მხოლოდ გალის რაიონში განმეორებითი არჩევნები დანიშნა. 
 
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, დათვლილია ყველა საარჩევნო უბნიდან მიღებული ხმები, გარდა გალის რაიონისა. დათვლილი ხმების მიხედვით, ოპოზიციურმა კანდიდატმა სერგეი ბაღაფშმა ხმების 45,7% მიიღო; ხოლო რაულ ხაჯიმბამ, რომლის კანდიდატურასაც დე ფაქტო პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა და კრემლიც უჭერს მხარს, ხმათა მხოლოდ 38,4% მიიღო.
 
აფხაზეთის საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პრეზიდენტობის კანდიდატმა ხმათა 50%-ზე მეტი უნდა მოაგროვოს გამარჯვების მოსაპოვებლად პირველივე ტურში. ქართველებით დასახლებულ გალის რაიონის შედეგებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება საბოლოო შედეგებისთვის. ხმების უმრავლესობას გალის რაიონში, სავარაუდოდ, ოპოზიციის კანდიდატი სერგეი ბაღაფში მოაგროვებს, რომელსაც ქართველი მეუღლე ჰყავს.  
 
თუმცა, ბაღაფშის მთავარი ოპონენტის, სახელისუფლებო კანდიდატის რაულ ხაჯიმბას თქმით, გალის რაიონში ჩატარებული არჩევნებისას მთელი რიგი დარღვევები დაფიქსირდა. მან არჩევნების შედეგების გაუქმება და განმეორებითი არჩევნების ჩატარება მოითხოვა აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე.
 
რაულ ხაჯიმბას განცხადებით, ხმების დიდი ნაწილი გალის რაიონის იმ მაცხოვრებლების მიერ იქნა მიცემული, რომელთაც არ აქვთ ამის უფლება. მან ამის დასტურად წარმოადგინა ის საარჩევნო დოკუმენტაცია, რომელიც ქართულ ენაზე იქნა შევსებული. ხაჯიმბას თქმით, აფხაზეთის ოფიციალურ ენებს მხოლოდ აფხაზური და რუსული წარმოადგენს, ხოლო ქართული პირადობის დამადასტურებელი მოწმობები არ შეიძლება ჩაითვალოს კანონიერ დოკუმენტებად აფხაზეთში ხმის მისაცემად.
 
ბაღაფშის განცხადებით, გალში დარღვევებს არ ჰქონია ადგილი, თუმცა კომპრომისის სახით იგი მხოლოდ გალის რაიონში განმეორებითი არჩევნების ჩატარებას დათანხმდა. ამ ინიციატივამდე ხაჯიმბა და ბაღაფში დე ფაქტო პრეზიდენტს ვლადისლავ არძინბას შეხვდნენ.
 
გალის რაიონი ძირითადად იმ ეთნიკური ქართველებითაა დასახლებული, რომლებიც 1992-93 წლების კონფლიქტის შემდეგ სპონტანურად დაბრუნდნენ რეგიონში. დაბრუნებულთა მხოლოდ ერთ მეოთხედს მიეცა საშუალება მონაწილეობა მიეღო აფხაზეთის არჩევნებში. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები შიშობენ, რომ იმ გადამწყვეტ როლს, რომელიც რეგიონმა უნდა შეასრულოს საპრეზიდენტო არჩევნებში, შესაძლოა მოჰყვეს ეთნიკური ქართველების დაშინება და შესაძლო ძალადობაც მათ წინააღმდეგ.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
8