Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ფრაქცია "21-ე საუკუნე" ქუჩის აქციების ჩატარებას გეგმავს
/ 3 სექ.'01 / 10:11

საპარლამენტო ფრაქცია "21-ე საუკუნე" ახალ მოძრაობას იწყებს და ქუჩის აქციების მოწყობას გეგმავს. 30 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქციის წევრმა, ელიზბარ ჯაველიძემ საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა, რადგან, მისი თქმით, მასობრივი დემონსტრაციებისა და ხალხის ქუჩაში გამოყვანით ხელისუფლება იძულებული გახდება ახლახანს დამტკიცებული საარჩევნო კოდექსი და კანონი "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" შეცვალოს. ჯაველიძის განცხადებით, ქუჩის აქციების გამართვას კომუნისტებიც გეგმავენ, რომლებსაც ისინი სახელმწიფო გადატრიალების გეზით წარმართავენ.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16