Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
შევარდნაძის მოქმედებები ღმერთისგან არის ჩაგონებული - 12:04 სთ
/ 3 სექ.'01 / 07:48

რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ საქართველოს პრეზიდენტს ღია წერილით მიმართა. `ზურაბ ჟვანიამ თავისი ღია წერილით ხელისუფლებაში სრული აურზაური წარმოშვა~, წერს `რეზონანსი~. წერილის შინაარსიდან გამომდინარე, ჟვანია პრეზიდენტს ფაქტიურად პოლიტიკას უწუნებს და უფრო მკვეთრი ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდებს. პარლამენტის თავმჯდომარის მთავარი მოთხოვნა კორუფციასთან გაიგივებული მინისტრების პოსტიდან დათხოვნაა. `შევარდნაძე კი თავისი საყვარელი მინისტრების გაშვებას არ აპირებს". გუშინდელ მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ მის მიმართ დაწერილ ღია წერილს ასეთი კომენტარი გაუკეთა:

`ხელისუფლების წარმომადგენელთა შორის საჯარო წერილობითი მიმართვის ფორმა არ უნდა იწვევდეს გაკვირვებას. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სიღარიბის დაძლევა და კორუფციასთან ბრძოლა (ჟვანიას მიერ წერილში აღნიშნული რეკომენდაციები) ჩემი მოღვაწეობის ბოლო წლებში თვით ღმერთისგან არის შთაგონებული~. შევარდნაძემ წერილი გამამხნევებელ მოწოდებად ჩათვალა და განაცხადა, რომ მასში უარყოფითი და შეურაცხმყოფელი არაფერი დაუნახავს.

პრეზიდენტის განცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ზურაბ ჟვანიას თაოსნობით პარლამენტში უმრავლესობის საბჭო შეიკრიბა. მისმა წევრებმა გადაწყვიტეს, ღია წერილით მათაც მიემართათ პრეზიდენტისათვის. `მისი შინაარსი, ძირითადად, ზურაბ ჟვანიას წერილის იდენტური იქნება. ამდენად, ცოტა არ იყოს გაუგებარია, რატომ არ მოაწერეს ხელი უმრავლესობის საბჭოს წევრებმა უკვე არსებულ მიმართვას", კითხულობს `რეზონანსი~.
უმრავლესობის საბჭოს წევრი დავით ტყეშელაშვილი აცხადებს, რომ `ხელისუფლებაში მყოფმა ადამიანებმა უნდა გააკეთონ არჩევანი, ან წავიდნენ იმ მიმართულებით, რაც გულისხმობს რადიკალური ნაბიჯების გზით ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას, ან იყვნენ კოლაბორაციონისტები და ადვილად შეეგუონ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას~.  `რეზონანსის~ თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის ე.წ. ჟვანიას ფრთა მზადაა, პრეზიდენტის უმოქმედობის შემთხვევაში, მოქალაქეთა კავშირს გამოეყოს და პარლამენტში ახალი პოლიტიკური ფრაქცია შექმნას.

წერილის შედეგად, `ახალი თაობის~ აზრით, საბოლოოდ გაცხადდა დაპირისპირება პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის. მისი თქმით, მას-მედიის საშუალებით გადაცემული ღია წერილი ზურაბ ჟვანიას საბოლოო დამარცხებას ნიშნავს. `ჟვანიას დამაცხების მიზეზი კი ის არის, რომ მას ვადაზე ადრე მოუნდა პოსტშევარდნაძისტული ეპოქის დადგომა~.
`ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჟვანიამ ბევრი გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა" და წერილი ერთგვარი ანდერძია, გამოსათხოვარი, - მიაჩნია გაზეთს.

განსხვავებული შთაბეჭდილება იქმნება `რეზონანსის~ კომენტარებიდან გამომდინარე: ამერიკის მთავრობის ოფიციალური წარმომადნენელი უილიამ ტეილორი აცხადებს, რომ `აშშ-ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია მიმართვის ტექსტს მთლიანად ეთანხმება და მიესალმება საქართველოს პარლამენტის სპიკერის გადაწყვეტილებას. პოლიტიკურ ენაზე ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკის მთავრობა საქრთველოში ჟვანიას სახით ახალ პოლიტიკურ დასაყრდენს ეძებს~. აღნიშნული ციტატა ეწინააღმდეგება `ახალი თაობის~ მოსაზრებას, თითქოს ღია წერილი ზურაბ ჟვანიას პოლიტიკურ დამარცხებას ნიშნავდეს.

`რეზონანსი~, `ახალი თაობა~

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15