Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მუხროვანის საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 ივლ.'10 / 17:07

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 9 ივლისს მუხროვანის ამბოხის სახელით ცნობილი საქმის განხილვა დაიწყო.

18–კვირიანი მოსმენების შემდეგ, 11 იანვარს სასამართლოს ქვედა ინსტაციამ, თბილისის საქალაქო სასამართლომ, გამოიტანა განაჩენი, რომელშიც დაეთანხმა ბრალდების მხარის ვერსიას, რომ მუხროვანის ჯავშანსატანკო ბატალიონში 2009 წლის 5 მაისს განვითარებული მოვლენები ხელისუფლების დამხობისკენ გამიზნული ამბოხება იყო, და არა მხოლოდ რამოდენიმე სამხედრო მეთაურის  დაუმორჩილებლობა, როგორც ამას რამდენიმე ბრალდებული ამტკიცებდა. 

სულ 41 ადამიანს წაუყენეს სხვადასხვა ტიპის ბრალდებები; მათგან დაახლოებით ნახევარმა პროკურატურასთან საპროცესო გარიგება გააფორმა. მოსამართლემ მხოლოდ ერთი, ეროვნული გვარდიის ყოფილ მეთაური კობა კობალაძე გაამართლა ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხების ნაწილში წაყენებულ ბრალდებაში. კიდევ სამი პიროვნება – რეინჯერთა ბატალიონის მეთაური ლევან ამირიძე, მუხროვანის ჯავშანსატანკო ბატალიონის მეთაური შოთა გორგიაშვილი და გადამდგარი პოლკოვნიკი კობა ოთანაძე საქალაქო სასამართლომ ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხების მოწყობაში დაადანაშაულა და მათ ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიუსაჯა.

სამივე ეს პირი და კიდევ 14 სხვა – მათ შორის სამოქალაქო პირი და ყოფილი სამხედროები, რომლებიც საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ზოგი დანაშაულის არშეტყობინებიში, ზოგიც დაუმორჩილებლობაში დახმარების გაწევაში, განაჩენს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული მოსმენების მსგავსად, ახლაც ამირიძის, გორგიაშვილის და ოთანაძის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში შეეცდებიან დაარწმუნონ სამი მოსამართლისაგან შემდგარი კოლეგია, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს ხელისუფლების დამხობა განზრახული არ ქონდათ. 

9 ივლისს წინასწარი მოსმენა გაიმართა, სადაც ძირითადად ტექნიკურ საკითხებზე გამახვილდა ყურადღება, მათ შორის სხდომათა სამომავლო გრაფიკზე.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
23