Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ლუკაშენკო: საქართველოსთან კოალიციას ვინმეს წინააღმდეგ არ ვქმნით
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 ივლ.'10 / 19:05

ბელარუსი არ ქმნის საქართველოსთან ერთად კოალიციას ვინმეს წინააღმდეგ, განაცხადა 16 ივლისს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ყირიმში ქართველ კოლეგასთან, მიხეილ სააკაშვილთან გამართული ამას წინანდელი შეხვედრის კომენტირებისას.

"ის [შეხვედრა] არ იყო მიმართული ვინმეს წინააღმდეგ, ჩვენ საქართველოსთან კოალიციას ვინმეს წინააღმდეგ არ ვქმნით,“– იუწყებიან ბელარუსული და რუსული საინფორმაციო სააგენტოები ლუკაშენკოს სიტყვებზე დაყრდნობით.

ბალარუსის პრეზიდენტის ცნობით, ყირიმში გამართულ არცთუ ხანგრძლივ შეხვედრაზე სააკაშვილმა იგი საქართველოში დაპატიჟა.

"არ არის გაკიცხვა საჭირო, რომ ჩვენ ამ დიალოგში ვართ,“ – აღნიშნა მან.

ლუკაშენკომ აქვე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა ასევე არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ.

15 ივლისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე პოსტ–საბჭოთა ქვეყნების მიერ რეგიონული თანამშრომლობის "ერთიანი პლატფორმის“ შექმნის პოტენციალზე ისაუბრა, რომელიც დაეხმარება ამ ქვეყნებს არა მხოლოდ ევროპასთან ინტეგრაციაში, არამედ რუსეთის "ზეწოლასა და შანტაჟთან“ გამკლავებაში.

ამასთან, ლუკაშენკოსთან ყირიმში გამართული შეხვედრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუ გაუშვა ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიამ. ეს ნაბიჯი რუსეთის სათათბიროს თავმჯდომარემ ბორის გრიზლოვმა რუსეთისადმი ბელარუსის "არამეგობრულ ნაბიჯად“ შეაფასა. 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14