Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილს სურს აშშ საქართველოს თავდაცვითი იარაღით დაეხმაროს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 სექ.'10 / 12:10

თბილისი იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების საკითხებში მიმდინარე თანამშრომლობის ფარგლებში აშშ საქართველოს თავდაცვითი იარაღით დახმარებას გაუწევს, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა Newsweek–თან ინტერვიუში.

“საქართველოს თავდაცვისუუნაროდ დატოვება სიტუაციას არ გააუმჯობესებს,“– ნათქვამია ინტერვიუში სააკაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით, "საქართველოს არ შეუძლია რუსეთზე თავდასხმა, მაშინ როცა რუსეთისთვის საქართველოს თავდაცვისუუნარობა დიდი ცდუნებაა, რომ სამხედრო გზით შეცვალოს ჩვენი მთავრობა“.

“ყოველ ჯერზე, როცა [რუსეთის პრემიერ–მინისტრმა ვლადიმერ] პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, ის ამის წინ ომს იწყებდა ხოლმე. როგორც ჩანს, ის კვლავაც იყრის კენჭს; ასე რომ, ეს რა თქმა უნდა, ჩვენთვის შეშფოთების საგანია. ვიმედოვნებთ, რომ უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის ფარგლებში, აშშ დაგვეხმარება თავდაცვითი იარაღით. მაგრამ, არა მგონია, რომ აქ რაიმეს მკაფიო ვადები იქნება დაწესებული“.

კითხვაზე, ხომ არაა მოსალოდნელი რუსეთთან კიდევ ერთი კონფლიქტი, სააკაშვილმა უპასუხა, რომ მართალია თბილისს ამის თავიდან აცილება სურს, მაგრამ "რუსეთი შეიძლება გეგმავდეს რამეს“.

“ახლა ამის ნაკლები საფრთხეა, ვიდრე ერთი წლის წინ იყო. ამაში წვლილი შეაქვს აშშ–რუსეთის გაუმჯობესებულ ურთიერთობებს. მაგრამ ეს არაა საბოლოოდ გადაწყვეტილი საქმე. ჩვენ ყველა ფხიზლად უნდა ვიყოთ,“– განაცხადა მან.

“არ არსებობს რაიმე ფორმალური უსაფრთხოების გარანტია,“– უპასუხა სააკაშვილმა, როცა მას ჰკითხეს მისცა თუ არა აშშ–მა რაიმე უსაფრთხოების გარანტია რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში. "ვფიქრობ, რომ ახლა ადგილი აქვს უფრო მეტ დიპლომატიას, რათა ახალი კონფლიქტი არ განმეორდეს. 2008 წლამდე არავის სჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო. ახლა ადამიანებს ამის თავიდან არიდება სურთ; მათ იციან, რომ ეს შესაძლებელია“.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
43