Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რუსეთის ვმო–ში გაწევრიანებაზე საქართველოს პოზიცია "უცვლელია"
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 ოქტ.'10 / 15:49

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) რუსეთის გაწევრიანების თაობაზე საქართველოს პოზიცია "უცვლელია" და ის ვერ დაუჭერს ამ გადაწყვეტილებას მხარს, განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 5 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.

“საქართველო ვერ დაუჭერს მხარს რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, მანამდე სანამ არ იქნება შესრულებული ის პირობები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აყენებს, მათ შორის ეს ეხება საბაჟო-გამშვები პუნქტების თემას და იმ საკითხების მთელ სპექტრსა და პრობლემებს, რომლებიც საქართველოსა და რუსეთს შორის არსებობს,“– განაცხადა მან.

რუსეთის ვმო–ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ქართული მხარის მთავარი მოთხოვნა იყო საქართველოს კონფლიქტის ზონებში მდებარე ორი არალეგალური გამშვები პუნქტის - განთიადი-ადლერის (აფხაზეთში) და როკი-ქვემო ზარამაგის (ცხინვალის რეგიონი) ლეგალიზება.

რუსეთს ვმო–ში გაწევრიანებისათვის, რასაც უკვე წლებია ცდილობს, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების კონსენსუსი ესაჭიროება –  ამის მისაღწევად კი ასპირანტმა ქვეყანამ ორმხრივი მოლაპარაკებების გზით უნდა მოაგვაროს პრობლემები იმ ქვეყანასთან, რომელთანაც სავაჭრო სფეროში შეუთანხმებელი საკითხები გააჩნია.

22 სექტემბერს ნიუ–იორკში საერთაშორისო ეკონომიკური ალიანსის ფორუმზე ინვესტორებთან და სამთავრობო წრეებთან საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არ არის რუსეთის ვმო–ში გაწევრიანების ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორი. 

"მათ [ვმო] და რუსეთს შორის ბევრი საკითხი არსებობს,“ – იტყობინებოდა "როიტერი“ სააკაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით, "ამრიგად, მხოლოდ ჩვენ არ ვართ დარჩენილები და გარკვეული დრო უნდა მოგვცეთ, სანამ ბოლოები გავხდებით... შესაძლოა ჩვენ არც კი გავხდეთ ბოლოები. სწორედ ახლა, ქვეყნების გრძელი რიგი დგას“.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13