Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ექსპერტებმა მედიასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მოამზადეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 ოქტ.'10 / 13:03

ჟურნალისტთა და იურიდიულ ექსპერტთა ჯგუფმა მედიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მოამზადა, რომელიც, ავტორთა თქმით, ქვეყანაში მედია გარემოს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

პაკეტი, რომელიც რვა კანონპროექტს მოიცავს, სხვა საკითხებთან ერთად მედია ორგანიზაციების მფლობელების და ფინანსების სრული გამჭირვალობის საკითხსაც ეხება.

ჯგუფმა წინადადებათა პაკეტის შემუშავება პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. ბაქრაძემ 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ მიღებული იქნება ახალი კანონი, რომელიც მედია მფლობელობის და ფინანსების გამჭირვალობას უზრუნველყოფს. მისი თქმით, კანონპროექტი მომდევნო ორ კვირაში მომზადდება.

ინიციატივამ ზოგადი მოწონება დაიმსახურა, თუმცა ის ადამიანები, რომლებიც უკვე დიდი ხანია მხარს უჭერენ ამგვარ ღონისძიებებს, ასევე აცხადებენ, რომ მათ ჯერ უნდა ნახონ, თუ როგორი იქნება ფორმულირებები ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ პროექტში; მედია აქტივისტები ასევე აცხადებენ, რომ ეს ინიციატივა საკმარისი არ არის და დამატებითი ნაბიჯებია საჭირო ქვეყანაში მედია გარემოს გასაუმჯობესებლად და ამ კუთხით არსებული საკანონმდებლო ხარვეზების გამოსასწორებლად.

ჯგუფში, რომელმაც წინადადებების პაკეტი მოამზადა, შედიან გაზეთ "რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში, მედია მკვლევარი ნინო დანელია და იურიდიული ექსპერტები გიორგი ჩხეიძე და ვახტანგ ხმალაძე. წინადადებები ასევე მოიცავს ისეთ საკითხს, როგორიცაა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გამარტივება – პრობლემა, რომელიც ბოლოს დროს სულ უფრო ხშირად არის ჟურნალისტების უკმაყოფილების წყარო.

შემოთავაზება ასევე შეიცავს ზომებს ხანგრძლივი სასამართლო განხილვების ვადების შესამცირებლად ისეთ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც უკავშირდება სახელმწიფო სტრუქტურების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმას და ამგვარ საქმეებზე სასამართლო ბაჟის გაუქმებას. ის ასევე მოიცავს მაუწყებელთა ლიცენზირების საკითხებს, ასევე სამაუწყებლო მედიაში ინტერესთა კონფლიქტთან და რეკლამის მკაფიო რეგულაციებთან დაკავშირებულ პრობლემებს. ავტორთა ჯგუფმა განაცხადა, რომ შეხვედრებს გეგმავს დეპუტატებთან ცვლილებათა ამ პაკეტის ლობირების მიზნით.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24