Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბაქრაძე: მედიის მფლობელთა ვინაობა 'სრულიად გამჭირვალე' გახდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 ოქტ.'10 / 13:04

პარლამენტი მომდევნო ორ კვირაში მოამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც მედიის მფლობელთა ვინაობას სრულიად გამჭირვალეს გახდის, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 26 ოქტომბერს.   

მედია საშუალებების მფლობელთა ვინაობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა, კერძოდ კი "რუსთავი 2"თან და "იმედთან" მიმართებაში, საქართველოში დიდი ხანია დავის საგანს წარმოადგენს. საქართველოს ხელისუფლება აქამდე თავს იკავებდა ამ საკითხის მოგვარებისგან, ხოლო პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა 7 ოქტომბერს უარყო, რომ საქართველოში მედიის მფლობელობის გამჭირვალობასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემები არსებობს.

26 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებაში პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველოში მედიის მფლობელობის გამჭირვალობის კუთხით დღემდე მოქმედი სტანდარტი საერთაშორისო სტანდარტს შეესაბამება, თუმცა დასძინა, რომ მეტი გამჭირვალობაა საჭირო.

"საყოველთაოდ არის აღიარებული, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, ვინ არის მედია საშუალებების მფლობელი, რა ინტერესებს ემსახურება ესა თუ ის ადამიანი და ჯგუფი და როგორ ხდება მედია საშუალებების დაფინანსება,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

"ეს არის ინიციატივა დემოკრატიული რეფორმების პაკეტიდან. ეს იქნება კიდევ ერთი სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოში მედია დამოუკიდებლობის გაუმჯობესებისკენ,“ – დასძინა მან. 

ბაქრაძემ ინიციატივის დეტალებზე არ ისაუბრა, ვინაიდან შესაბამისი კანონპროექტი ჯერ შემუშავებული არ არის, თუმცა დასძინა, რომ ოფშორულ კომპანიებს ან აეკრძალებათ საქართველოში მედია ორგანიზაციის მფლობა, ან მოხდება მათი გასაჯაროება.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მისი პრესსპიკერის მეშვეობით 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ იგი მიესალმება ინიციატივას, რომელიც, მისი თქმით, "შეესაბამება პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ  2008 წელს გაეროს ტრიბუნიდან  გაკეთებულ განცხადებას საქართველოში დემოკრატიის მეორე ტალღის დაწყების შესახებ".

27 ოქტომბერს მედიის წარმომადგენლებისა და იურისტების ჯგუფი გეგმავს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის პრეზენტაციას, რომელიც მოიცავს შესწორებებს რვა საკანონმდებლო აქტში და რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ასევე ითვალისწინებს მედია მფლობელების გამჭირვალობის უზრუნველყოფას. ამ ჯგუფის წარმომადგენლის, გაზეთ "რეზონანსის" რედაქტორის ლაშა ტუღუშის განცხადებით, წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა ასევე მოიცავს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16