Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გუბაზ სანიკიძე: აქციის მასშტაბი შემდგომ გეგმებს განსაზღვრავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 ნოე.'10 / 12:00

25 ნოემბერს პარლამენტის წინ დაგეგმილი "სახალხო კრების" ერთ–ერთი თანამონაწილის, ეროვნული ფორუმის ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ ორგანიზატორების სამოქმედო ტაქტიკა აქციის მასშტაბზე იქნება დამოკიდებული.

ორშაბათს საღამოს ტელეკომპანია "მაესტროს“ ეთერში საუბრისას მან განაცხადა, რომ 25 ნოემბერი პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობის დასასრულის დაწყების მანიშნებელი იქნება.

სანიკიძემ ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზატორებს ორი ვარიანტი აქვთ – ერთი, რომელიც ფართომასშტაბიანი აქციის შემთხვევაში იქნება გამოყენებული, რომლის დროსაც, მისი თქმით, "ათიათასობით“ ადამიანი უნდა გამოვიდეს აქციაზე; "ამ შემთხვევაში, მიზნის მიღწევის დრო უფრო შემჭიდროვდება,“ – განაცხადა მან. და მეორე ვარიანტი – მცირემასშტაბიანი აქცია, რომლის შემთხვევაშიც, მისი თქმით, მეტი დრო იქნება საჭირო საბოლოო მიზნის – სააკაშვილის გადადგომის – მისაღწევად. სანიკიძემ ამ ორი ვარიანტის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.  

მისი თქმით, პროცესის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში, "აქ ხანგრძლივი სტაგნაცია და პოლიტიკური უდაბნო იქნება“.

ეროვნული ფორუმი იმ ოპოზიციური პარტიების ჯგუფის წევრია, რომელმაც მმართველ პარტიასთან საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მოლაპარაკებები დაიწყო. სანიკიძემ განაცხადა, რომ მისი პარტია კვლავ ამ ჯგუფის წევრია და ასევე აღნიშნა, რომ აქციის თანაორგანიზატორობა და ამავე დროს მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესთან კავშირი "სავსებით თავსებადია“. მისივე თქმით, მას არ ჰგონია, რომ საარჩევნო რეფრომაზე მოლაპარაკებები რაიმე შედეგს გამოიღებს.    

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
18