Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ტორშინი: "დომოდედოვოს აფეთქება საქართველოს დაკვეთით მოხდა"
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 თებ.'11 / 11:46

რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე ტორშინმა განაცხადა, რომ მას არ სჯერა, რომ მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარი აფეთქების უკან ისლამისტი მებრძოლები დგანან; მან აფეთქების დაკვეთაში საქართველო დაადანაშაულა. 

რუსულ გაზეთ "როსიისკაია გაზეტა“–სთან ინტერვიუში, რომელიც 25 თებერვალს გამოქვეყნდა, ტორშინმა განაცხადა, რომ ისლამისტების მეამბოხე ლიდერს დოკუ უმაროვს, რომელმაც აღიარა, რომ მისი დაკვეთით განხორციელდა დომოდედოვოს აფეთქება, ან არაფერი აქვს საერთო ამ აფეთქებასთან, ან მან შუამავლის როლი შეასრულა აფეთქების რეალურ დამკვეთებსა და მის შემსრულებლებს შორის.

"დარწმუნებული ვარ, რომ ტერორისტული აქტი საზღვარგარეთიდან იყო ორგანიზებული... დიახ ვიტყვი საიდან, თუმცა მესმის, რომ ჩემმა სიტყვებმა შესაძლოა რისხვისა და გაუგებრობის ქარიშხალი გამოიწვიოს, მაგრამ ჩემი აზრით, ეს იყო საქართველო და მისი მმართველი რეჟიმი,“ – განაცხადა მან.

"სააკაშვილი არ მალავს ჩვენს მიმართ თავის სიძულვილს. დიდი ხანია უკვე, რაც მან ანტი–რუსული განწყობა კონკურენტულ პროდუქტად აქცია და ყიდის მას. სხვა არც არაფერია გასაყიდი. ქართული ღვინო უცხოურ ბაზრებზე ცუდად იყიდება... ხოლო რუსოფობიაზე მოთხოვნა მაღალია. და უმაროვიც არ სჭირდებოდა სააკაშვილის რეჟიმს ტერაქტების მოსაწყობად, ვინაიდან არსებობს ოსი მოღალატე, სანაკოევი [სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი] და მისი აგენტურა,“ – განაცხადა ტორშინმა.

ტორშინი, რომელიც რუსეთის მმართველი პარტიის "ედინაია როსიას“ წევრია, თავმჯდომარეობდა 2004 წლის ბესლანის ტრაგედიის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას და ასევე 2008 წლის აგვისტოს ომის საგამოძიებო საპარლამენტო კომისიას. იგი ასევე არის რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურთან არსებული ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის წევრი - სტრუქტურა, რომელიც რუსეთის ანტიტერორისტულ პოლიტიკას უწევს კოორდინაციას.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
7