Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ვმო–ზე ქართულ–რუსული მოლაპარაკებების საკითხი ბაიდენმა მოსკოვში განიხილა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 მარ.'11 / 18:29

რუსეთის მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უთხრა პრემიერ–მინისტრ ვლადიმერ პუტინს 10 მარტს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე, რომ ვაშინგტონმა ურჩია თბილისს არ შეუშალოს ხელი მოსკოვის გაწევრიანებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო).

"ამერიკელებს ჰქონდათ საუბარი [თბილისთან], რომ საჭიროა არ შეუშალონ ხელი რუსეთის გაწევრიანებას,“ – იტყობინება "რია ნოვოსტი“ უშაკოვის სიტყვებზე დაყრდნობით.

თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ აშშ–ს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან არ ყოფილა "პირდაპირი დაპირება“, რომ ისინი ამ საკითხს მოაგვარებდნენ ქართველებთან.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა თვის დასაწყისში, რომ საქართველო–რუსეთის დავა ვმო–ში გაწევრიანების პირობებზე "ორმხრივი საკითხია და არა სამმხრივი“.

უშაკოვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის პრემიერ–მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა განუცხადა ბაიდენს, რომ რუსეთის ვმო–ში გაწევრიანებასთან დაკავშირებული პრობლემები "პოლიტიკურია“.

"რუსეთის პრემიერ–მინისტრმა გულწრფელად აღნიშნა, რომ ეს პოლიტიკური პრობლემაა... და კმაყოფილება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკელებთან ამ კუთხით ყველა საკითხის დარეგულირება მოხდა,“ – განაცხადა უშაკოვმა.

უშაკოვის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ბაიდენმა და პუტინმა ასევე ახსენეს ბერნში მიმდინარე მოლაპარაკებები და იმედი გამოთქვეს, რომ პრობლემა მოგვარდება.

საქართველოს და რუსეთის დელეგაციების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები ბერნში 10 მარტს დაიგეგმა.

იმავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განუცხადა ჟურნალისტებს 10 მარტს, რომ ეს თემა განიხილეს ასევე ბაიდენმა და რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა 9 მარტს გამართულ შეხვედრაზე.

"რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ამ საკითხის პოლიტიზირების დაუშვებლობას, და საქართველოს ხელმძღვანელობის მცდელობების დაუშვებლობას ისეთი ელემენტები შეიტანონ დისკუსიებში, რომლებიც არ ეხება ვმო–ში გაწევრიანების პირობებს,“ – იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები ლუკაშევიჩის სიტყვებზე დაყრდნობით.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14