Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისი მოსკოვს საქართველო vs რუსეთის საქმესთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს სთხოვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 ივნ.'11 / 11:26

ცდილობს რა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქმის არსებით განხილვას მიაღწიოს, თბილისმა მოსკოვს მიმართა დაიწყოს მოლაპარაკებები იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც მას რუსეთის წინააღმდეგ გააჩნია „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის  აღმოფხვრის შესახებ“ გაეროს კონვენციის დარღვევასთან დაკავშირებით. 

კერძოდ, თბილისი აცხადებს, რომ მოსკოვმა ცხინვალის რეგიონში „ეთნიკური წმენდა“ განახორციელა, ხოლო აფხაზეთში „ეთნიკურად მოტივირებული ძალადობა“.

საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში 2008 წლის აგვისტოში შეიტანა, სადაც აცხადებდა, რომ რუსეთმა რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CERD) 1965 წლის საერთაშორისო კონვენციით აღებული ვალდებულებები 1990 წლიდან 2008 წლის აგვისტომდე პერიოდში სამ სხვადასხვა დროს დაარღვია, როდესაც მან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ინტერვენციები განახორციელა.

1 აპრილს გაეროს სასამართლომ გაიზიარა რუსეთის ერთ-ერთი შუამდგომლობა და გადაწყვიტა, რომ გაეროს საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში არ შედიოდა საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის არსებითი განხილვის დაწყება. სასამართლომ ამის მოტივად ისიც დაასახელა, რომ სარჩელის ჰააგის სასამართლოში შეტანამდე საქართველოს არ უცდია კონკრეტულად CERD–თან დაკავშირებული საკითხები რუსეთთან განეხილა და ასევე არ ჰქონია მცდელობა კონვენციის 22–ე მუხლით გათვალისწინებული დავის მოგვარების სხვა მექანიზმები გამოეყენებინა, სანამ ის პირდაპირ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიმართავდა.

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან ცოტა ხანში საქართველომ განაცხადა, რომ შეეცდება "ტექნიკური“ პრობლემების მოგვარებას – რაც CERD–თან დაკავშირებულ საკითხებზე მოსკოვთან ფორმალური მოლაპარაკებების არარსებობით იყო გამოწვეული – რათა მიაღწიოს სასამართლოში საქმის არსებით განხილვას.

სამი თვის თავზე საქართველომ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე ოფიციალური თხოვნით მიმართა რუსეთს შუამავლის მეშვეობით. შესაბამისი ნოტა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ თბილისში შვეიცარიის ელჩს გადასცა. აგვისტოს ომის შედეგად  ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ შვეიცარია რუსეთსა და საქართველოს შორს შუამავლის როლს ასრულებს.

„ამგვარი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც 2011 წლის პირველ აპრილს გაეროს მართლმსაჯულების სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, სადაც დაადასტურა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის დავის არსებობა, თუმცა მიუთითა კონვენციით გათვალიწინებული მექანიზმით, მოდავე მხარეებს შორის პირისპირ მოლაპარაკების გამართვის აუცილებლობაზე", – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 27 ივნისს.

"აღსანიშნავია, რომ საქართველო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე და მას შემდეგ, მრავალჯერ შეეცადა რუსეთთან არსებული დავების მოგვარებას, თუმცა საქართველოს ამ ინიციატივას რუსეთის მხრიდან ადეკვატური გამოხმაურება არ მოჰყოლია", – ნათქვამია განცხადებაში.      

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10