Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რუსეთის საგარეო უწყება ფოტოკორესპონდენტების დაკავების შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 ივლ.'11 / 10:44

საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ყველაფერი ჯაშუშობის კონტექსტს მოარგოს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა 7 ივლისს.

"თითქმის ყველა ბრიფინგზე სხვადასხვა "ქართულ“ სიუჟეტებზე ვაკეთებთ კომენტარს“, – განაცხადა ლუკაშევიჩმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც მას სთხოვეს საქართველოში ჯაშუშობის ბრალდებით ფოტოკორესპონდენტების დაკავების ფაქტზე გაეკეთებინა კომენტარი.  

"ჩვენთვის გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს ხელისუფლება "იარლიყებს აწებებს“ და ცდილობს ისე წარმოაჩინოს საქმე, თითქოს საკითხი "შემოგზავნილ ჯაშუშებს“ ეხებათ, ყველგან ჯაშუშობის კონტექსტის მორგება უნდათ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს "დემოკრატიის“ დონეზე საქართველოში, რის შესახებაც ბოლო დროს კრიტიკულ შენიშვნებს აკეთებენ სხვადასხვა ორგანიზაციები, კერძოდ კი გაეროს და ევროპის საბჭოს სპეციალური დაწესებულებები“, – განაცხადა ლუკაშევიჩმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა მოკლე განცხადებაში, რომ დაკავებულია ოთხი ფოტოკორესპონდენტი, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოგრაფი, რომელთაც „ბრალად ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის  მიწოდება“. მართალია, უცხო ქვეყანა დაკონკრეტებული არ არის, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ რუსეთის გარდა სხვა რომელიმე ქვეყანა იგულისხმებოდეს.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
18