Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველოს ხელისუფლება Podesta Group-თან კონტრაქტს აგრძელებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 მარ.'12 / 13:10

საქართველოს ხელისუფლებამ ვაშინგტონში ერთ-ერთ წამყვან ლობისტურ ფირმასთან, Podesta Group-თან, კონტრაქტი გაახანგრძლივა და წლის ბოლომდე მას 600 000 აშშ დოლარს გადაუხდის.

Podesta Group-ი, რომლის ახალი კონტრაქტი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან თებერვლიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს, საქართველოს ხელისუფლებამ პირველად 2010 წელს დაიქირავა.

ლობისტური კომპანიის მიერ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტისთვის წარდგენილი მონაცემების მიხედვით, Podesta Group-ი კვლავაც გააგრძელებს კლიენტისთვის ისეთი მომსახურეობით უზრუნველყოფას როგორიცაა „ლობირება, მთავრობასთან ურთიერთობა, საზოგადოებრივი ურთიერთობა“, ასევე „ურთიერთობები აშშ-ში შესაბამის აუდიტორიასთან, მათ შორის აშშ-ის კონგრესთან, ადმინისტრაციასთან, მედიასთან და პოლიტიკურ წრეებთან.“

წელს იანვარში, საქართველოს უშიშროების საბჭომ ასევე გაახანგრძლივა შეთანხმება თავის დიდი ხნის კონტრაქტორთან Orion Strategies-თან; ეს არის ლობისტური ფირმა, რომელიც პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ჯონ მაკკეინის  საგარეო პოლიტიკის საკითხებში ყოფილმა მრჩეველმა რენდი შუნემენმა დაფუძნა.

Orion Strategies-თან ახალი კონტრაქტი 2012 წლის 30 ივნისს იწურება და ამ დროის განმავლობაში ფირმა საქართველოსგან 270 000 აშშ დოლარს მიიღებს.

შეთანხმების თანახმად, Orion Strategies უზრუნველყოფს „რჩევას და საკონსულტაციო მომსახურებას, რაც უკავშირდება საქართველოს სრულ ინტეგრაციას დასავლურ ინსტიტუტებში“, მათ შორის ნატო-ში. კონტრაქტის მიხედვით, ფირმა სთავაზობს სტრატეგიულ კომუნიკაციებს, სამთავრობო კავშირებს და საზოგადოებასთან ურთიერთობის აქტივობებს აშშ–სა და ევროპაში.

აშშ-ში ლობისტური საქმიანობის განსაჯაროების რეგულაციების შესაბამისად არსებული საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტები აჩვენებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2004 წლიდან 2011 წლის პირველი ნახევრის ჩათვლით ამერიკაში ლობისტური საქმიანობისთვის სულ ცოტა 5,5 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა.

საქართველოდან ვაშინგტონში აქტიურ ლობირებას ასევე ახორციელებს „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი. მან 2011 წლის ბოლოს ვაშინგტონში ლობისტური ფირმა BGR Government Affairs LLC–ი დაიქირავა, რომელიც BGR Group–ის შვილობილი ფირმაა, ხოლო ეს უკანასკნელი ევროპაშიც ახორციელებს საქმიანობას.

წელს ივანიშვილმა დაიქირავა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლობისტური და იურიდიული მომსახურეობის კომპანია Patton Boggs-ი. ამ ფირმის მიერ კონგრესისთვის წარდგენილ ლობისტური საქმიანობის განსაჯაროების რეგისტრაციაში აღნიშნულია, რომ Patton Boggs-ი ივანიშვილს უზრუნველყოფს „საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებული“ ლობისტურური მომსახურეობით. ივანიშვილს საქართველოში ეკუთვნის „ბანკი ქართუ“, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მრავალგზის ზეწოლაში ადანაშაულებს მას შემდეგ, რაც ბანკის მესაკუთრე მილიარდერმა შარშან ოქტომბერში პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა.

ასევე წელს, ივანიშვილმა აშშ-ში დაიქირავა საკონსულტაციო ფირმა National Strategies. ამ ფირმის მიერ კონგრესში წარდგენილ რეგისტრაციის ფორმაში ნათქვამია, რომ კლიენტისთვის გასაწევ მომსახურეობაში შედის ივანიშვილის „პოლიტიკური მოძრაობა ქართული ოცნებისთვის“ სტრატეგიული კომუნიკაცია და „საქართველოში კეთილდღეობის, დემოკრატიისა და ანგარიშვალდებულების შესახებ მისი პროგრამის პრეზენტირება.“

თავის მხრივ, National Strategies-მა, ივანიშვილის სახელით დამატებით დაიქირავა ლობისტური ფირმა Parry, Romani, Deconcini & Symms, რათა მან უზრუნველყოს „საქართველოში დემოკრატიული არჩევნების“ ჩატარებასთან დაკავშირებული ლობირება. Parry, Romani, Deconcini & Symms ძირითადად სპეციალიზირდება აშშ-ის კონგრესში ლობირებაზე.

ჟურნალ Foreign Policy-ის ბლოგი, The Cable იტყობინებოდა იანვარში, რომ ივანიშვილის წარმომადგენლებს ქონდათ მცდელობა გადაებირებინათ Podesta Group-ი და სანაცვლოდ მას ორჯერ მეტის გადახდასაც სთავაზობდნენ, ვიდრე კომპანია საქართველოს ხელისუფლებისგან იღებს, თუმცა Podesta Group-ი არ დათანხმდა. რესპუბლიკური პარტიის წევრმა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიციიდან, თინა ხიდაშელმა, უარყო, რომ Podesta Group–ს ამგვარი წინადადება შესთავაზეს. 

2010 და 2011 წლის შეთანხმებებისგან განსხვავებით, ბოლო კონტრაქტი Podesta Group-სა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შორის ერთ ახალ მუხლს შეიცავს, რომლის თანახმადაც „Podesta Group-ი თანხმობას აცხადებს, რომ ამ შეთანხმების ძალაში ყოფნის პერიოდში და მისი შეწყვეტიდან ექვსი თვის შემდეგ, ეროვნული უშიშროების საბჭოს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე ის არ იმუშავებს არცერთი პოლიტიკური პარტიისთვის, მოძრაობისთვის თუ გაერთიანებისთვის ან რომელიმე იმ ორგანიზაციისთვის, რომლებიც ქართულ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას ცდილობენ“.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11