Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ტელეკომპანია „მაესტრო“ ჟურნალისტების ნაწილმა პროტესტით დატოვა
Civil Georgia, Tbilisi / 23 დეკ.'14 / 20:21

"მაესტროს“ 20–მდე  ჟურნალისტმა ტელეკომპანია პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვა, რაც არხის გენერალური დირექტორის მოადგილე და მთავარი საინფორმაციო გამოშვების „ცხრიანის“ წამყვანი ნინო ჟიჟილაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 

არხმა რეორგანიზაცია გამოაცხადა; ჟურნალისტების ნაწილმა კი განაცხადეს, რომ ისინი აგრძელებენ „მაესტროში“ მუშაობას, ვიდრე მათ სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე არ შეექმნება.

ტელეკომპანიიდან წამოსული ჟურნალისტების მთავარი არგუმენტი, რის გამოც მათ ეს ნაბიჯი გადადგეს, იყო მათი სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის მოსალოდნელი საფრთხე, რაც თავის მხრივ დაკავშირებული იყო არხზე მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან კომუნიკაციების საკითხებში კონსულტანტის კოკა ყანდიაშვილის შესაძლო მისვლასთან და ასევე ტელეკომპანიის მენეჯმენტის მოწოდებასთან  „პროქართული იდეოლოგიის“ გატარების თაობაზე.

„ის ვინც ამბობს, რომ პროქართული ვარ და დასავლური ცუდია და რუსულიც, სინამდვილეში გულისხმობს, რომ დასავლური - ევროკავშირი და ნატო ცუდია და რუსეთი არის კარგი - აი ამ იდეოლოგიაზე ვსაუბრობ“, - განაცხადა 23 დეკემბერს პრესკონფერენციაზე „მაესტროს“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა უფროსმა სოფო კვინტრაძემ და დასძინა, რომ საქმე ეხება არა „რამდენიმე თანამშრომლის ბედს“ ტელეკომპანიაში, არამედ „უფრო სხვა მასშტაბებზე, უფრო სხვა ორიენტაციაზე და კურსზეა საუბარი“.

„ასეთი საგანგაშო გარემო ამხელა თავისუფლების მერე, რაც მე მქონდა „მაესტროში“, მე მივიჩნიე პირადად, როგორც ერთმა ჟურნალისტმა, ძალიან ცუდი პერსპექტივის ნიშნად არა მხოლოდ ჩვენთვის და „მაესტროსთვის“, არამედ მთელი მედია სივრცისთვის და პლუს კიდევ ქვეყნისთვის“, – განაცხადა ნინო ჟიჟილაშვილმა ამავე პრესკონფერენციაზე, სადაც თავი შეიკავა ვერსიების გამოთქმისგან, თუ ვინ დგას ყველაფერ ამის უკან.

„მაესტროს“ ყოფილი თანამშრომლების განცხადებით, მათ მენეჯმენტმა საგანგებო თათბირზე განუცხადა, რომ 2015 წლიდან ყანდიაშვილის ახალი საავტორო გადაცემა  ჩანაცვლებდა „ცხრიანს“; მათი თქმით, ასევე დაინახეს საფრთხე, რომ ყანდიაშვილი ჩაერეოდა არხის „სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრაში“.

„თათბირზე ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კოკა ყანდიაშვილი უკვე ერევა "მაესტროს" მენეჯმენტში, მასთან ერთად იგეგმება თურმე არხის ბადე 2015 წელს; მასთან ერთად ხდება დაგეგმვა არხის პრომოუშენის; მასევე მასთან ერთად ხდება ზრუნვა არხის მარკეტინგზე და სარეკლამო შემოსავლებზე. ეს არ არის მენეჯმენტში ჩარევა?“, – განაცხადა სოფო კვინტრაძემ. 

მისი თქმით, ყველაზე მთავარი, რაც მათ „აშფოთებდათ“ იყო ის, ჩაერეოდა თუ არა ყანდიაშვილი საინფორმაციო სამსახურის საქმიანობაში, რაზეც ხელმძღვანელობისგან პასუხად მიიღეს, რომ  „მთავარი თემები  შესაძლოა დაიგეგმოს მასთან ერთადო“.

ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ „კატეგორიულად უარყო“ ყანდიაშვილის შესაძლო ჩართვა არხის მენეჯმენტის საქმიანობაში. თუმცა მან დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები მასთან ახალი გადაცემის თაობაზე მართლაც მიმდინარეობდა.

ყანდიაშვილმა თავის facebook-ის გვერდზე 22 დეკემბერს დაწერა, რომ უკვე ნახევარ წელზე მეტია გრძელდება მოლაპარაკებები "მაესტროსთან" და სხვა არხებთან მისი მომავალი სტუდიის პროექტების შეძენასთან დაკავშირებით, თუმცა ჯერ კონკრეტულად არაფერი გადაწყვეტილი არ არის.

„მოლაპარაკებები არხებთან - გრძელდება და ჯერ არ დასრულებულა. ასევე გიდასტურებთ, რომ არსად არ ვიწყებ მუშაობას ისედაც მაქვს სამსახური - და, თუ რაიმე სიახლე იქნება, აუცილებლად შეგატყობინებთ“, - წერს ყანდიაშვილი.

„მაესტროს“ აწ უკვე ყოფილმა ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ მათი პროტესტი შედეგიანი აღმოჩნდება, თუ ყანდიაშვილის პროექტი ჩაიშლება არხზე.

„მაესტროდან“ ჟურნალისტების ჯგუფის პროტესტით წასვლას, წინ უძღოდა ერთ-ერთი პოლიტიკური თოქ-შოუს „სუბიექტური აზრის“ თანაწამყვანების მიერ არხის დატოვება, ხოლო უფრო ადრე მთავარი საინფორმაციო გადაცემის თანაწამყვანის და  ყოველკვირეული საავტორო გადაცემის ავტორის ვახო სანაიას წასვლა ტელეკომპანიიდან. ამ უკანასკნელმა თავის facebook-ის გვერდზე 22 დეკემბერს დაწერა, რომ მისი გადაცემის მისამართით ხელისუფლებიდან წამოსული კრიტიკის შემდეგ, არხის დირექტორმა განუცხადა, რომ მის გადაცემებს შეიძლება სერიოზულ დაპირისპირებაში შეეყვანა „მაესტრო“ ხელისუფლებასთან და პრობლემები შეექმნა. სანაიას თქმით, ამ გაფრთხილების შემდეგ მისი შემოქმედებითი ჯგუფის შევიწროვება დაიწყო, რაც მისი საავტორო გადაცემის დახურვით და არხიდან წასვლის თაობაზე მისი გადაწყვეტილებით  დამთავრდა. 

ტელეკომპანია „მაესტროს“ 15%-იანი წილის მფლობელად რჩება არხის დამფუძნებელი მამუკა ღლონტი; 25%-ს ფლობს მაკა ასათიანი, რომლის მეუღლეც, ბიზნესმენი კოტე გოგელია აქტიურად არის ჩართული მენეჯმენტში; 25% ეკუთვნის მომღერალ გიორგი გაჩეჩილაძეს (უცნობს); 15-15% ეკუთვნით ლევან ჩიკვაიძეს და გიორგი ებრალიძეს; ხოლო 5%-ს ფლობს ეკატერინე აკობია.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14