Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ინიცირებულია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 ივლ.'10 / 20:36

პარლამენტმა 21 ივლისს კონსტიტუციის შეცვლისთვის საჭირო ფორმალური პროცედურები დაიწყო.

ცვლილებების პროექტი, პრემიერ–მინისტრის სასარგებლოდ, მომავალი პრეზიდენტის ძალაუფლების შემცირებას ითვალისწინებს.

პარლამენტმა 21 ივლისს მიიღო დადგენილება, რომლითაც შეიქმნა 36–წევრიანი ჯგუფი, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე ერთთვიან საჯარო განხილვებს წარუძღვება – ეს ფორმალური პროცედურაა, რომელიც ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილებისთვის არის საჭიროა, რის შემდეგაც პროექტის პარლამენტში კენჭისყრა გახდება შესაძლებელი.

საკონსტიტუციო რეფორმაზე მომუშავე სახელმწიფო კომისიის მიერ 19 ივლისს მიღებული პროექტის საბოლოო ვარიანტის თანახმად, აღმასრულებელ შტოს პრემიერ–მინისტრი უხელმძღვანელებს, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებში ხმების უმრავლესობის მქონე პარტია წარადგენს.

პროექტი დამატებით უფლებამოსილებას ანიჭებს საკანონმდებლო ორგანოსაც, მათ შორის არის პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურის გამარტივება.

პროექტის თანახმად, შემოთავაზებული ცვლილებები 2013 წლის 1 დეკემბრიდან უნდა შევიდეს ძალაში. გამონაკლისია პროექტის რამოდენიმე დებულება, მათ შორის ერთი თავი, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობას ეხება, რომლებიც ძალაში უნდა შევიდეს 2011 წლის იანვრიდან.

პარლამენტის ვიცე–სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა 21 ივლისს, რომ პარლამენტი პროექტის განხილვას და შემდეგ კენჭისყრას სავარაუდოდ სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყებს.

საპარლამენტო უმცირესობამ მოუწოდა დეპუტატებს არ იჩქარონ და არ დაამთხვიონ ერთთვიანი საჯარო განხილვის პროცესი აგვისტოში საზაფხულო არდადეგებს.

ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა დღევანდელ სხდომაზე, რომ ეს „ძალიან მნიშვნელოვანი“ პროცესია და ეს პროცესი მაღალი საზოგადოებრივი ნდობით უნდა სარგებლობდეს. მისი თქმით, პროცესი ყოვლისმომცველი და გამჭირვალე უნდა იყოს. „ჩვენ არ უნდა დავაწესოთ რაიმე ვადები და არ უნდა დავაჩქაროთ პროცესი,“ – განაცხადა მან.   

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ უპასუხა, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც სახელმწიფო კომისია შეიქმნა, ხოლო თავად პროექტი 11 მაისიდან არსებობს, როდესაც სახელმწიფო კომისიამ პროექტის საბაზისო ვარიანტი დაამტკიცა.

„ეს პროცესი უკვე ერთი წელია მიმდინარეობს და ის გამჭირვალე იყო,“ – განაცხადა ბაქრაძემ. მისი თქმით, პარლამენტი პროექტის განხილვას აგვისტოს შუა რიცხვებში არ აპირებს, თუმცა პროცესის ძალიან გაჭიანურებასაც არ აპირებს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
21