Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გეითსი: აშშ საქართველოსთვის სამხედრო დახმარებას სიფრთხილით ეკიდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 სექ.'10 / 14:09

აშშ–ის თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი საქართველოსთვის სამხედრო დახმარების გაწევის საქმეში სიფრთხილეს იჩენს.

“პირველ რიგში, ყველა სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება უზრუნველყოს საკუთარი თავდაცვა,“– განაცხადა მან „ინტერფაქსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, როცა ჰკითხეს "საქართველოს გადაიარაღების“ კუთხით რუსეთის შეშფოთებაზე.

ინტერვიუ ჩაიწერა აშშ–ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრამდე თავის რუს კოლეგასთან, ანატოლი სერდიუკოვთან, რომელიც ვაშინგტონში 15 სექტემბერს გაიმართა.

“ვფიქრობ, რომ ჩვენ ვართ ფრთხილები იმაში თუ რას ვაწვდით საქართველოს. ჩვენ ასევე დაინტერესებულები ვართ საქართველოსთვის იმ საშუალებების მიწოდებით, რითაც მათ ჩვენი დახმარება შეეძლებათ ავღანეთში; და ამდენად  აქცენტიც წვრთნებისა და სხვა სახის [დახმარების], რასაც ჩვენ ქართველებისთვის ვაკეთებთ, ხორციელდება იმის გამო, რომ მათ ასე ძალიან სურთ შეიტანონ მნიშვნელოვანი წვლილი ავღანეთის ოპერაციაში,“– განაცხადა გეითსმა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა Newsweek–თან ინტერვიუში, რომელიც 12 სექტემბერს გამოქვეყნდა, განაცხადა, რომ თბილისი იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების საკითხებში მიმდინარე თანამშრომლობის ფარგლებში აშშ საქართველოს თავდაცვითი იარაღით დახმარებას გაუწევს.

EurasiaNet.org, საინფორმაციო ვებ-გვერდი, რომელიც შუა აზიისა და კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს აშუქებს, 15 სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში იტყობინებოდა, რომ თბილისის მიერ აშშ-ში დაქირავებული ლობისტური ფირმები ცდილობენ დაარწმუნონ ამერიკელი ოფიციალური პირები არ დაბლოკონ საქართველოსთვის შეიარაღების მიყიდვა.

ამ სტატიის თანახმად ლობისტურმა ფირმა Orion Strategies-მა, EurasiaNet.org-ს მიაწოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაბლოკა საქართველოს კონტრაქტი ოთხ ამერიკულ კომპანიასთან. EurasiaNet.org-ის თანახმად, ორმა კომპანიამ -  General Dynamics-მა და  AM General-მა (ეს უკანასკნელი ცნობილია იმით, რომ ჰამერის ტიპის სამხედრო ავტომობილებს აწარმოებს) კომენტარზე უარი განაცხადეს, ხოლო დანარჩენმა ორმა -  M4 ტიპის ავტომატური შაშხანების მწარმოებელმა Colt Defense-მა და Arms Tech-მა უარყვეს Orion Strategies-ის ინფორმაცია.

Orion Strategies სენატორ მაკკეინის ყოფილი და ამჟამად, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის სარა პეილინის საგარეო პოლიტიკური მრჩევლის, რენდი შუნემენის კომპანიაა, რომელთანაც საქართველოს მთავრობას დიდი ხნის კავშირი აქვს და რომელთანაც საქართველოს ეროვნულმა უშიშროების საბჭომ 2010 წლის იანვარში 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტი ამ წლის ბოლომდე გააგრძელა.

”ჩვენ არასოდეს მიგვიღია შესყიდვაზე მოთხოვნა საქართველოდან,” – განუცხადა EurasiaNet.org-ს Colt Defense-ის წარმომადგენელმა ჯეიმს ბატალინიმ. მისი თქმით, წინასწარი კონსულტაციები კომპანიას შეიძლება ქონდა კიდეც საქართველოსთან, მაგრამ ეს იმ დონემდე არ მისულა, რომ კომპანიას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის გარიგებაზე ნებართვა ეთხოვა.

Arms Tech-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ რასტიკმა განუცხადა EurasiaNet.org-ს, რომ კომპანია აპირებდა დაეკმაყოფილებინა საქართველოს დაკვეთა Claymores-ის ტიპის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებზე, თუმცა გარიგება მას შემდეგ ჩაიშალა, რაც საქართველოსთან გარიგების შუამავალს, ისრაელის მოქალაქეს, აშშ-ის სამართალდამცველებმა ბრალი დასდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პირების მოქრთამვაში, რათა მათ ხელოვნურად გაზრდილ ფასებში ეყიდათ სამხედრო აღჭურვილობა და საკვები.

Arms Tech-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ გარიგებაზე თანხმობის მისაღებად გაგზავნილ განაცხადს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განიხილავდა, როდესაც ამ უკანასკნელმა 2010 წლის 19 მარტს კომპანიას შემდეგი შინაარსის შეტყობინება გაუგზავნა: ”მართალია თქვენ არაფერ შუაში ხართ, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ როდესაც თქვენ თხოვნას ვიხილავდით, ლიცენზიაზე თანამომწერი უცხო ქვეყნის [შუამავალი], Paz Logistics, დაექვემდებარა აშშ-ის აკრძალვის პოლიტიკას.”

კომპანიის პრეზიდენტმა, ჯოზეფ რასტიკმა, ასევე განუცხადა EurasiaNet.org-ს, რომ ამის შემდეგ მან პირდაპირ, შუამავლის გარეშე მიმართა საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს და შესთავაზა დაესრულებინათ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებზე გარიგება. ”მაგრამ მათგან არაოფიციალურად მივიღე პასუხი: ’ჩვენ აღარ ვართ მაგით დაინტერესებულებიო’,” განაცხადა Arms Tech-ის პრეზიდენტმა და იქვე დასძინა, რომ ის კვლავაც დაინტერესებულია ამ გარიგების ბოლომდე მიყვანით.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
31