Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მედვედევი ბელარუს კოლეგას აკრიტიკებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 ოქტ.'10 / 12:55

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მისმა ბელარუსმა კოლეგამ, ალექსანდრე ლუკაშენკომ სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხი პოლიტიკური ვაჭრობის ობიექტად აქცია და პარტნიორულ ურთიერთობებში "უღირსად“ მოიქცა.

კრემლის ოფიციალურ ვებ–გვერდზე 3 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ვიდეო–ბლოგზე, სადაც მედევედევი ლუკაშენკოს ბელარუსში დაგეგმილი საპრეზიდეტო არჩევნების წინ, საარჩევნო კამპანიაში ანტირუსული ხაზის გააქტიურების გამო აკრიტიკებს, მან კიდევ ერთხელ გაიხსენა ის დაპირება, რომელიც მისმა ბელარუსმა კოლეგამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების თაობაზე დსთ–ს ხუთი ლიდერის თანდასწრებით დადო.

“მე არა ერთხელ მითქვამს, რომ ამ ორი ახალი სახელმწიფოს აღიარება ან არ აღიარება თითოეული ქვეყნის სუვერენური უფლებაა. და არასოდეს არავისზე ზეწოლა არ განგვიხორციელებია ამ საკითხზე; თუმცა ეს ჩვენთვის სულერთი არაა,“– განაცხადა მედვედევმა. 

“ამასთან, ბელორუსის პრეზიდენტმა ამის გაკეთებაზე მზადყოფნა კოლეგების თანდასწრებით გამოთქვა, ხუთი პრეზიდენტის და შესაბამისი ჩანაწერი, გულახდილად რომ ვთქვა, დარჩა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სხდომის ოქმში,“– განაგრძო მან.

“მაგრამ შემდეგ ეს საკითხი გადაიქცა პოლიტიკური ვაჭრობის მუდმივ ობიექტად. მაგრამ რუსეთი არ ვაჭრობს თავისი პრინციპებით. ამგვარი მოქცევა არის უღირსობა და პარტნიორები ასე არ იქცევიან. და ჩვენ ამას გავითვალისწინებთ ბელარუსის მოქმედ პრეზიდენტთან ურთიერთობებში,“– აღნიშნა მედვედევმა.  

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი უზარმაზარ დახმარებას უწევდა ბელარუსს. მედვედევის თქმით, მინსკს შეეძლო მხოლოდ წელს 2 მილიარდი აშშ დოლარი დაეზოგა რუსული ნავთობის შეღავათიან  ფასად შესყიდვის ხარჯზე. მისი თქმით, „უცნაურია“, რომ ბელარუსის ხელმძღვანელობამ „ანტი–რუსული რიტორიკა“ დაიწყო.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ბელარუსის ხელმძღვანელობის მიერ „გარეშე მტრის“ იმიჯის შექმნა ახალი მოვლენა არ არის, მაგრამ თუ ადრე დასავლეთი გამოიყენებოდა ამ მიზნით, "ახლა სწორედ რუსეთია გამოცხადებული მთავარ მტრად“.

„თავის განცხადებებში ლუკაშენკო არა მხოლოდ დიპლომატიური წესების ჩარჩოებს სცდება, არამედ ელემენტარულ ადამიანურ წესიერებასაც,“ – განაცხადა მედვედევმა. 

ამ განცხადებას წინ უძღოდა 2 ოქტომბერს, რუსი ჟურნალისტებისთვის გამართულ პრეს–კონფერენციაზე ლუკაშენკოს განმარტებები საქართველოს სეპარატისტული რეგიონების არ აღიარების მიზეზებზე. მან განაცხადა, რომ მინსკი მზად იყო ეღიარებინა სეპარატისტული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, თუმცა ეს არ გააკეთა, ვინაიდან მოსკოვმა უარი განაცხადა "გაეზიარებინა“ ის უარყოფითი შედეგები, რაც ბელარუსს ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დასავლეთიდან ელოდა.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10