Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოპოზიცია საარჩევნო სისტემაზე პრეზიდენტის განცხადებას აკრიტიკებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 ნოე.'10 / 17:52

საარჩევნო რეფორმის პროცესში ჩართულმა ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ გააკრიტიკა პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ რომ ყველა თემაზე შეიძლება მოლაპარაკებები, გარდა მაჟორიტარული სისტემის შეცვლისა.

ეს საკითხი რვა ოპოზიციური პარტიის მიერ მომზადებულ ერთობლივ ხედვაში ერთ–ერთი იმ შეთავაზებათაგანია, რომლებზეც ხელისუფლების წარმომადგენლები მოლაპარაკებების დაწყებამდე აცხადებდნენ, რომ საუბარი სუფთა ფურცლიდან, "მზა დოკუმენტებისა“ და "ულტიმატუმების“ გარეშე უნდა დაწყებულიყო.

“შრომა ულტიმატუმად შეგვიფასეს და ამ დროს სააკაშვილმა თვითონ წამოგვიყენა ულტიმატუმი,“– განაცხადა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა დავით ბერძენიშვილმა გაზეთ "რეზონანსთან“ ინტერვიუში, რომელიც 15 ნოემბერს გამოქვეყნდა.

თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყოველთვის ეცდება პრობლემების შექმნას, რადგან საარჩევნო გარემოს ცვლილებაზე მოლაპარაკებათა პროცესის დაწყებით "გახარებული არ არის“.

“ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ არსებული ფაქტორები, რომ ხელისუფლება ამ პროცესიდან ვერ გაიქცეს და თუ გაიქცევა, ამით დაზარალდეს,“– განაცხადა მან.

იმავდროულად, დეპუტატმა ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობიდან, ლევან ვეფხვაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტის განცხადება შეაფასა, როგორც "წინაპირობა“, რაც პრობლემას შეუქმნის მოლაპარაკებების პროცესს, რომელიც რეგულარული ფორმატით მიმდინარე ოთხშაბათიდან დაიწყება. 

“საარჩევნო სისტემაზე საუბარი მანამ, სანამ მოლაპარაკებები დაიწყო, მე ვფიქრობ, არის დიდი შეცდომა პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან,“– განაცხადა ლევან ვეფხვაძემ, "რომელ რაიონს როგორი წარმომადგენლობა უნდა ჰყავდეს [პარლამენტში] ეს უნდა გადაწყვიტოს იმ ფორმატმა, რომელზეც ჩვენ შევთანხმდით და რა პროცესიც დაიწყო“.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა მმართველი პარტიიდან განაცხადა, რომ პრეზიდენტის განცხადება არანაირი "წინაპირობა“ არ ყოფილა და არც ისაა "სადავო“, რომ პარლამენტში რაიონებს თავისი წარმომადგენლობა უნდა ჰყავდეთ.
 
“ყველა თემასთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა საკითხის შემსწავლელ ჯგუფში. მაგრამ არის თემები, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს – ვერავინ ვერ იტყვის, ვერცერთი პარტია, რომ რომელიმე რაიონს არ უნდა ჰყავდეს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში,“– განაცხადა მან. 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
7