Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გუბაზ სანიკიძე: წარმატებისთვის მეტი ხალხია საჭირო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 ნოე.'10 / 17:12

ეროვნული ფორუმის ერთ–ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა პარლამენტის წინ რამოდენიმე ათასიან საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას, რომ მეტი ადამიანია საჭირო, რათა პრეზიდენტი სააკაშვილი იძულებული გახდეს რომ გადადგეს.

25 ნოემბერს პარლამენტის წინ „სახალხო კრებად“ წოდებულ საპროტესტო აქციაზე რამოდენიმე ათასმა მომიტინგემ რუსთაველის გამზირი გადაკეტა. ორგანიზატორებმა, მათ შორის რამოდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ ნინო ბურჯანაძის პარტიის და ეროვნული ფორუმის ჩათვლით, განაცხადეს, რომ აქცია იმ პროცესის დაწყების მანიშნებელია, რომელიც საბოლოოდ პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომით დასრულდება. 

"სახალხო კრების" დელეგატებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების უნდობლობის ვერდიქტს, ასევე მიიღეს რეზოლუცია, რომელიც მიხედვითაც, "კრება უფლებამოსილია მოუწოდოს და გაუძღვეს მოსახლეობას ხელისუფლების უკანონო ქმედებების მიმართ შეურიგებლობისა და საყოველთაო დაუმორჩილებლობის მწვავე საპროტესტო პროცესებისკენ, რათა სამართლებრივი გზით შეიცვალოს არსებული ხელისუფლება".

ეროვნული ფორუმის ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ მიმართა მომიტინგეებს, რომ საბოლოო მიზნის მისაღწევად "გვჭირდება გაცილებით მეტი ქართველი, ვიდრე დღეს ვართ აქ“. თავის გამოსვლაში სანიკიძემ აქციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები გააკრიტიკა და სთხოვა მონაწილეებს, რომ იმედი არ გაუცრუვდეთ.

“ვინც დღეს მიტინგზე არ მოხვედით, მეტი რაღა უნდა გიქნათ სააკაშვილმა? ვართ ჩვენ ერი თუ არა, იმათ ვეკითხები, ვინც დღეს არ მობრძანდა და ვინც მიხეილ სააკაშვილი გაახარა?“– განაცხადა სანიკიძემ თავის გამოსვლაში.

"შეიძლება დღეს რაღაცა გვინდოდეს, მაგრამ შეიძლება არ გამოვიდეს დღეს და ხვალ მაინც გამოვიყვანთ,“ – განაცხადა მან და დასძინა, რომ ახლა აქტიური კამპანია უნდა დაიწყოს რეგიონებში უფრო მეტი მხარდამჭერების მობილიზების მიზნით.

დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მიმართა აქციას: "ჩვენ ვიწყებთ უკომპრომისო ბრძოლას სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟისთვის, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით დამთავრდება“.

მისი თქმით, შეიქმნება მხარდამჭერთა "კომიტეტები“ რეგიონებში, "რომლებიც მოამზადებენ დიდ დაუმორჩილებლობის აქციას“. 

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას აქტიურად აშუქებდა ტელეკომპანია "მაესტრო“. ტელეკომპანია ასევე უზრუნველყოფდა პირდაპირ ჩართვებს აქციიდან. აქციის თემა მხოლოდ მოკლედ მოიხსენიეს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და "რუსთავი 2"–მა თავიანთ დღის საინფორმაციო გამოშვებებში.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16