Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რუსეთის საგარეო უწყება საქართველოსთან ვმო–ზე მოლაპარაკებების შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 მარ.'11 / 19:28

საქართველოს მცდელობები ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) რუსეთის გაწევრიანების პირობების "პოლიტიზირება“ მოახდინოს "კატეგორიულად მიუღებელია“ მოსკოვისთვის, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა 10 მარტს გამართულ პრეს–კონფერენციაზე.

მისი თქმით, საქართველოს და რუსეთის დელეგაციების წარმომადგენლები ბერნში 10 მარტს შეხვედრას შვეიცარიის შუამავლობით მართავენ. 

ლუკაშევიჩმა შეხვედრას "კონსულტაციები სამმხრივ ფორმატში“ უწოდა.  

შვეიცარია რუსეთის დიპლომატიურ ინტერესებს წარმოადგენს საქართველოში და საქართველოს ინტერესებს რუსეთში მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.   

"დიალოგი უნდა წარიმართოს მხოლოდ ვაჭრობასთან დაკავშირებულ იმ საკითხებზე, რომლებიც ვმო–ში გაწევრიანებას უკავშირდება. თბილისის სავარაუდო მცდელობები ზოგიერთი ტიპის პოლიტიკური ასპექტები დააყენოს, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო რუსეთის ვმო–ში გაწევრიანების პრობლემასთან, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია; მინდა ამას კატეგორიულად გავუსვა ხაზი,“ – განაცხადა ლუკაშევიჩმა. 

მოსკოვი იმედოვნებს, რომ შვეიცარიის შუამავლობა კონსულტაციებში "ეფექტურად დაეხმარება ამ გაჭიანურებული საკითხის მოგვარებას,“ – განაცხადა მან.

ლუკაშევიჩმა ასევე განაცხადა, რომ ეს თემა ასევე განიხილეს აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა 9 მარტს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე.

"რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ამ საკითხის პოლიტიზირების დაუშვებლობას, და საქართველოს ხელმძღვანელობის მცდელობების დაუშვებლობას ისეთი ელემენტები შეიტანონ დისკუსიებში, რომლებიც არ ეხება ვმო–ში გაწევრიანების პირობებს,“ – განაცხადა მან.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10