Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოპოზიციის საპროტესტო აქცია დასრულდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 ნოე.'10 / 18:30

პარლამენტის წინ გამართული სახალხო კრება, რომელშიც რამოდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა თბილისიდან და რეგიონებიდან, ორ საათს გაგრძელდა და დაიშალა.

თუმცა აქციის მონაწილეთა ნაწილმა პროტესტი გამოხატა იმის გამო, რომ დღევანდელი შეკრება კონკრეტული შედეგის გარეშე და მათი იმედგაცრუებით დასრულდა. მომიტინგეთა მცირე ნაწილი მაინც რჩება პარლამენტის შენობასთან, თუმცა საავტომობილო მოძრაობა რუსთაველის გამზირზე, რომელიც გადაკეტილი იყო აქციის მსვლელობის დროს, აღდგა.

"ვიცი რომ ხალხს არ უნდა სახლში წასვლა, მაგრამ იმისათვის რომ შემდგომი მოქმედებები იყოს, საჭიროა ამ ადამიანებმა მხარდამჭერების მობილიზაცია მოახდინონ,“– განაცხადა დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

“რა თქმა უნდა, ხალხი უნდა წავიდეს ახლა იმიტომ, რომ კრება დასრულდა, კრებამ მიიღო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტს გამოუცხადეს უნდობლობა, კონსტიტუციას ახალმიღებულს გამოუცხადეს უნდობლობა –  ჩვენ უკან არ ვიხევთ არცერთი ნაბიჯით, ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ კრების დღეს ბრძოლა დაიწყებოდა და ჩვენ ეს ბრძოლა დავიწყეთ,“– აღნიშნა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

სახალხო კრების წარმომადგენელმა, ირაკლი ბათიაშვილმა განუცხადა აქციის დასრულებამდე მონაწილეებს, რომ თუ დღევანდელ აქციაზე "ზღვა ხალხი“ მოვიდოდა, "დავიწყებდით აქედანვე მოქმედებას და დავამთავრებდით კიდევაც ყველაფერს –  აი ამისათვის ვიყავით დღეს მზად“.

“მაგრამ აქ მოვიდა ის რაოდენობა ხალხის, რაც აუცილებელი იყო კრების ჩასატარებლად, ამიტომ ჩვენ მოგვიწევს ცოტა მეტი მოთმინება, მეტი შრომა, მეტი გარჯა,“– განაცხადა მან, "როდესაც ჩვენ ჩავატარებთ უახლოეს მომავალში ამ სამუშაოს [დაუმორჩილებლობის კომიტეტების შექმნას] ჩვენ დავთქვამთ თარიღს... როდესაც ჩვენ საბოლოოდ გავათავისუფლებთ საქართველოს იმ ჭირისაგან, რასაც ჰქვია მიხეილ სააკაშვილი“.

ორგანიზატორთა განცხადებით, რეგიონებში შეიქმნება კომიტეტები, რომლებიც მოამზადებენ დაუმორჩილებლობის აქციას. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20