Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
”მაესტრო” მმართველ კომპანიასთან კონტრაქტს შეინარჩუნებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 იან.'11 / 12:59

ტელეკომპანია "მაესტროს“ მფლობელებმა მიანიშნეს, რომ ისინი აღარ აპირებენ სამწლიანი კონტრაქტის გაუქმებას ტელეკომპანიის მმართველ კომპანიასთან, რომელიც ეროსი კიწმარიშვილმა დააფუძნა.

ტელეკომპანია "მაესტრომ“ 10 იანვარს საინფორმაციო გამოშვებები განაახლა მას შემდეგ, რაც 29 დეკემბერს განაცხადა, რომ იგი წყვეტს საინფორმაციო გამოშვებებს იმ ფინანსური პრობლემების გამო, რომელიც მფლობელებს და მმართველ კომპანიას შორის არსებული დავის გამო წარმოიშვა.

გაზეთ "რეზონანსთან“ ინტერვიუში, რომელიც 11 იანვარს გამოქვეყნდა, ტელეკომპანიის ერთ–ერთმა თანამფლობელმა მამუკა ღლონტმა მიანიშნა, რომ ტელეკომპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებით მმართველ კომპანიასთან არსებული დავა მოგვარებულია; მან აღნიშნა, რომ კონფლიქტი მმართველ კომპანიასა და ტელეკომპანიის ყოფილ გენერალურ დირექტორს კახა ბექაურს შორის არსებობდა. ეს უკანასკნელი 31 დეკემბერს გადადგა თანამდებობიდან.     

"მე, როგორც გახსოვთ, მმართველ კომპანიას პრობლემების გადასაჭრელად დრო მივეცი და თუ არ მოაგვარებდა პრობლემებს, ამ შემთხვევაში გაწყდებოდა კონტრაქტი,“ – განაცხადა ღლონტმა. ”კომპანიის წარმომადგენლებთან მოსალაპარაკებლად [”მაესტროს”] სხვა დამფუძნებლები წავიდნენ. მე იქ არ ვყოფილვარ და გადაწყვეტილებაც კონტრაქტის გაგრძელებაზე მათ მიიღეს.”

ტელეკომპანიის კიდევ ერთმა თანამფლობელმა ბაჩო კიკაბიძემ განუცხადა "რეზონანსს“, რომ მმართველ კომპანიასთან "არანაირი წინააღმდეგობა, დაპირისპირება და კონფრონტაცია არ არის“. მან ასევე განაცხადა, რომ კომპანიასთან მიმდინარეობს კონსულტაციები არხის ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნის თაობაზე და ეს საკითხი სავარაუდოდ ორ-სამ დღეში გადაწყდება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
29