Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბიომეტრიული პირადობის მოწმობების არჩევნებში გამოყენებაზე მსჯელობა გრძელდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 თებ.'11 / 15:05

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან პავლე კუბლაშვილმა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ გამოხატა წინააღმდეგობა არჩევნების დღეს ბიომეტრიული პირადობის მოწმობების გამოყენების თაობაზე.

„ბიომეტრიული პირადობის მოწმობების გამოყენება საარჩევნო პროცესში არის საფრთხის შემცველი,“ – განაცხადა პავლე კუბლაშვილმა და დასძინა, რომ ოპონენტებს ამომრჩეველთა სიებთან მუშაობის ახალი მეთოდი შესთავაზეს.
 
დეპუტატმა ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობიდან ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მომავალ არჩევნებამდე საკმარისი დრო არ რჩება, რათა ყველა ამომრჩეველს ახალი პირადობის მოწმობები დაურიგონ და მეორე მხრივ, ეს ძალიან ძვირი დაჯდება.  
 
"მმართველი გუნდი ბიომეტრიული პირადობის მოწმობების დამზადებაზე ასახელებს ძალიან მაღალ თანხას,“ – განუცხადა მან ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ, "ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრობლემა არის არა დრო და ფინანსები, არამედ პოლიტიკური ნება. თუ იქნება პოლიტიკური ნება, იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი მოესწრება“.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები შეხვედრაზე "ცარიელი ხელებით“ მივიდნენ.

"წერილობით მათ ვერანაირი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს. ზოგადად ამბობენ, რომ ეს პროცესი ჯდება ძვირი და ამიტომ თვლიან, რომ მისი გაკეთება სიძვირის გამო შეუძლებელია,“ – განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ ხელისუფლების თქმით, ამას 200 მილიონი ლარი დასჭირდება, თუმცა ზუსტი კალკულაციის წარმოდგენა მათ ვერ შეძლეს. 

უსუფაშვილმა ასევე განაცხადა, რომ თებერვლის ბოლოსთვის მმართველმა პარტიამ წერილობით უნდა წარმოადგინოს საკუთარი პოზიცია ყველა აქტუალურ საკითხზე.

ამომრჩეველთა სიების ფორმირება ბიომეტრიული პარამეტრების (ხელების ათივე თითის ანაბეჭდის ელექტრონული სურათის და ბიომეტრიული ფოტოსურათის) შემცველი პირადობის მოწმობების საფუძველზე იმ ერთიანი ხედვის ნაწილია, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების ფარგლებში რვა ოპოზიციურმა პარტიამ შეიმუშავა.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12