Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველოს თქმით, ვმო–ზე მოლაპარაკებებში "ხელშემწყობი პოზიცია“ გააჩნია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 მარ.'11 / 19:25

მოსკოვი და თბილისი ცდილობენ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში "პოზიციების დაახლოება მოხდეს“, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ 14 მარტს.

მან უარყო მოსკოვის განცხადებები, რომ გაწევრიანებაზე თანხმობის მიცემის სანაცვლოდ, თბილისი  "პოლიტიზირებულ" მოთხოვნებს აყენებს.

“ჩვენ არაფერს განსაკუთრებულს არ ვითხოვთ და ჩვენ არავითარ შემთხვევაში რუსეთის გაწევრიანების საკითხში პოლიტიკურ საკითხებს სავაჭრო საკითხებად არ ვთვლით,“– განაცხადა კალანდაძემ 14 მარტს გამართულ ბრიფინგზე.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ  ქართული მხარე მოლაპარაკებებზე "მაქსიმალურად კონსტრუქციულია“ და ცდილობს „ხელშემწყობი პოზიცია“ გააჩნდეს, მაგრამ "ჩვენი პრინციპული პოზიციაა, ამვდროულად, რომ საქართველოს ინტერესები დაცული იქნას“.

"ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივ და ტექნიკურ საკითხებზე ვსაუბრობთ, თუმცა, დეტალებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან მოლაპარაკების რაუნდი სწორედ ახლა დაიწყო და პირველი შეხვედრა, რომელიც გაიმართა, მიზნად ისახავდა პოზიციების მაქსიმალურად დაახლოებას. ამ წუთისთვის ორივე მხრიდან არის მცდელობა, რომ პოზიციების დაახლოება მოხდეს,“– განაცხადა მან.

კალანდაძის თქმით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ვმო–მ მოინდომოს "პრეცედენტის“ დაშვება და კონსენსუსის წესის გვერდის ავლით, საქართველოს თანხმობის გარეშე დაუჭიროს მხარი რუსეთის ორგანიზაციაში გაწევრიანებას.

ამ შესაძლებლობაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა განცხადება მას შემდეგ, რაც  რუსულმა და ქართულმა დელეგაციებმა შვეიცარიის შუამავლობით ვმო–სთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 10 მარტს განაახლეს ბერნში. 

"რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ამ გზით [კონსენსუსის გარეშე] გაწევრიანების თეორიული შესაძლებლობა სამართლებრივი თვალსაზრისით არსებობს,“– განაცხადა კალანდაძემ, "თუმცა ასეთ პრეცედენტს ადგილი არ ჰქონია და მე ძალიან გამიკვირდება, რომ ასეთი პრეცედენტის დაშვება მოინდომოს სავაჭრო ორგანიზაციამ.“

“ეს იქნება ძალიან იშვიათი და უცნაური გამონაკლისი და საჭიროებს ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობას სწორედ ამ კონსენსუსის პრინციპის დარღვევის თაობაზე,“– დასძინა მან.

ვმო–ში ახალი სახელმწიფოს გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება წევრი ქვეყნების მინისტრთა კონფერენციაზე, რომელიც ორ წელიწადში სულ ცოტა ერთხელ მაინც იკრიბება. თუმცა ახალი წევრის მიღება, შესაძლოა, გენერალური საბჭოს სხდომაზეც მოხდეს, რომელიც უფრო ხშირი ინტერვალით - როგორც წესი, ყოველ ექვს ან რვა კვირაში ერთხელ ტარდება.

ორგანიზაციის შესახებ არსებული ხელშეკრულება შეიცავს რამოდენიმე მუხლს, რომელიც ახალი წევრის მიღების პროცედურას განსაზღვრავს.

ამ დოკუმენტის მე-12 მუხლის თანახმად, გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში ახალი სახელმწიფოს გაწევრიანების პირობების შესახებ წევრი სახელმწიფოების სულ ცოტა ორმა-მესამედმა უნდა დაუჭიროს მხარი. თუმცა ხელშეკრულების მე-9 მუხლში ნათქვამია, რომ ორგანიზაციამ უნდა ”განაგრძოს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პრაქტიკა.” თუ კონსესუსი ვერ შედგა, მაშინ იმართება კენჭისყრა.

1995 წლამდე გაურკვეველი რჩებოდა ხელშეკრულების ამ ორი მუხლიდან რომელს უნდა მინიჭებოდა უპირატესობა. ორგანიზაციის გენერალური საბჭოს 1995 წლის გადაწყვეტილებით, უპირატესობა კონსენსუსის წესს მიენიჭა, მაგრამ კონსესუსის არ არსებობის შემთხვევაში, კენჭისყრის საშუალება მაინც დარჩა.

უნდა აღინიშნოს, რომ კენჭისყრა ტექნიკურად რთულ პროცედურას წარმოადგენს, რადგან გენერალური საბჭოს სხდომებზე ვმო–ს 153 წევრი სახელწიფოს ორი-მესამედის შეკრება, როგორც წესი, ვერ ხერხდება იმის გამო, რომ ორგანიზაციის წევრი ბევრი პატარა სახელმწიფო სხდომებს არ ესწრება.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12