Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სამ ფოტოკორესპონდენტს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 ივლ.'11 / 12:13

თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 ივლისს დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ სამ ფოტოკორესპონდენტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ორი დაკავებული ფოტოკორესპონდენტის ადვოკატებმა განაცხადეს სასამართლოს დახურული სხდომის შემდეგ, რომ გრიფით "საიდუმლო“ საქმის წინასწარი სასამართლო მოსმენა 2011 წლის 1 სექტემბერს გაიმართება.

საქართველოში ევროპის ფოტოსააგენტოს კორესპონდენტის ზურაბ ქურციკიძის და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფის გიორგი აბდალაძის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მათი კლიენტები აცხადებენ, რომ უდანაშაულოები არიან. მათ ასევე განაცხადეს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძეც არ ცნობს თავს დამნაშავედ. ამ უკანასკნელის ადვოკატმა ცოტნე ცანავამ უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე სასამართლოს სხდომის შემდეგ.

ცანავა გედენიძის ახალი ადვოკატია, რომელსაც მანამდე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია)ადვოკატი იცავდა. ამ უკანასკნელმა გუშინ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ხელით დაწერილი განცხადება გადასცეს, სადაც ის ახალი ადვოკატის აყვანას ითხოვდა.

მეოთხე ფოტოჟურნალისტი, ირაკლი გედენიძის მეუღლე ნათია გედენიძე, გაზეთ "პრაიმტაიმის" ფოტოკორესპონდენტი, რომელიც ასევე დააკავეს 7 ივლისს, დღეს დილით გაათავისუფლეს.

ადვოკატები საქმის დეტალებზე არ საუბრობენ, რადგანაც მას გრიფი „საიდუმლო“ ადევს.

ზურაბ ქურციკიძის ადვოკატმა მიხეილ ღონღაძემ განუცხადა Civil.ge–ს, რომ საქმე "ნამდვილად შეიცავს სახელმწიფო საიდუმლო მასალებს“. გიორგი აბდალაძის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ ამ კითხვაზე კომენტარისგან თავი შეიკავა. 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9