Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
დევნილმა სამინისტროს წინ თავი დაიწვა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 ოქტ.'10 / 16:34

46 წლის ქალბატონმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს წინ 27 სექტემბერს თავის დაწვა სცადა, იტყობინებიან მედია საშუალებები და თვითმხილველები.

ექიმების განცხადებით, აფხაზეთიდან დევნილი ნანა ფიფია სხეულის 32%–ის დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა "მძიმეა“.

თვითმხილველთა განცხადებით, ფიფიამ ბენზინი გადაისხა და ცეცხლი მოიკიდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ის აპროტესტებდა სამინისტროს უარს, რომ მისთვის საცხოვრებელი ფართი თბილისში გამოეყოთ.

სამინისტროს წინ დევნილთა ჯგუფი რამოდენიმე დღეა საპროტესტო აქციას მართავს. ისინი მოითხოვენ, რომ მათ საცხოვრებელი ფართი დედაქალაქში გამოეყოთ, ნაცვლად რეგიონებისა. რამოდენიმე მათგანის თქმით, ნანა ფიფია მართალია ამ დღეების განმავლობაში მათთან ერთად საპროტესტო აქციაში არ მონაწილეობდა, მაგრამ ის დღეს მივიდა და უთხრა მათ რომ მასაც მსგავსი პრობლემა ქონდა და ამ პრობლემის მოგვარებას შეეწირებოდა.

ინციდენტის შემდეგ სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეუძლებელია პრობლემის მოგვარება ასეთი "უკიდურესი ზომებით“.

"შეუძლებელია თბილისში ბინების დარიგება და ყველას დაკმაყოფილება. ამ ეტაპზე ჩვენ ვთავაზობთ ფართებს საკუთრებაში რეგიონებში და ვისაც აქვს სურვილი შეუძლია ისარგებლოს ამ შემოთავაზებით. ასეთი უკიდურესი ზომებით არ გვარდება პრობლემები,“ – განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.

სამინისტროს განცხადებით, ნანა ფიფია 2000 წლამდე ცხოვრობდა ზუგდიდში. ”შემდეგ კი საცხოვრებლად თბილისში ნათესავთან გადავიდა. სამინისტრომ აღნიშნულ ქალბატონს საცხოვრებელი ფართი ისევ რეგიონში შესთავაზა, თუმცა, მან აღნიშნული შეთავაზება არ მიიღო,” – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში. 

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
23