Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ნაციონალური მოძრაობა ბიომეტრიული მონაცემებით საარჩევნო სიის შედგენას მხოლოდ თბილისში თანხმდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 მარ.'11 / 14:49

ნაციონალურმა მოძრაობა ბიომეტრიული პირადობის მოწმობების საფუძველზე საარჩევნო სიის შედგენას მხოლოდ თბილისში თანხმდება და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ამ მიზნით დონორი ორგანიზაციები შესაბამის ფინანსურ რესურსებს გამოყოფენ.

მმართველი პარტია ასევე თანახმაა მაჟორიტარულ არჩევნებში კენჭისყრის უფლება მიეცეთ დამოუკიდებელ, არაპარტიულ კანდიდატებს, ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად. მოქმედი საარჩევნო კოდექსით, მხოლოდ პარტიებს გააჩნიათ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის უფლება.

მმართველი პარტიის კიდევ ერთი წინადადებაა არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ იმ მსჯავრდებულებმა, რომლებიც არაგანზრახ დანაშაულისთვის არაუმეტეს 3–წლიან სასჯელს იხდიან. მოქმედი კანონმდებლობით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებს აქვთ.

ეს სამი წინადადება იმ შეთავაზებათა პაკეტის ნაწილია, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ შიდა კონსულტაციების გზით მოამზადა და აპირებს საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ინტერპარტიულ ჯგუფს წარუდგინოს 9 მარტს დაგეგმილ შეხვედრაზე.

თუმცა ამ ჯგუფის შეხვედრის წინ გაკეთებულ პრეზენტაციაზე მმართველი პარტიის დეპუტატებმა თავი აარიდეს საუბარს დანარჩენ წინადადებებზე, მათ შორის პარლამენტის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

მმართველი პარტიის დეპუტატმა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუ დონორების მიერ შესაბამისი დაფინანსება იქნება, "საპილოტე პროგრამის“ სახით თბილისის მასშტაბით შესაძლებელია ამომრჩეველთა სიების ბიომეტრიული პირადობის მოწმობების საფუძველზე შედგენა, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო შეფასებით, მისი თქმით, „ამომრჩეველთა სიები  უკანასკნელი რამოდენიმე არჩევნების განმავლობაში არის დახვეწილი და მათში ხარვეზები არის თითქმის გამორიცხული“.

ამასთან, კუბლაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ "გამორიცხულია“ არჩევნების დღეს ხმის მიცემის უზრუნველყოფა ბიომეტრიული პარამეტრებით ამომრჩეველთა იდენტიფიცირების საფუძველზე.

რვა ოპოზიციური პარტია, რომელთაც ერთობლივი წინადადებები მოამზადეს საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, მთელი საქართველოს მასშტაბით ითხოვს როგორც სიების შედგენას, ისე კენჭისყრის ჩატარებას ბიომეტრიული პირადობის მოწმობების საფუძველზე.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15