Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ახალი კანონპროექტი ოფშორული კომპანიების მიერ მაუწყებელთა წილის ფლობას ზღუდავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 ნოე.'10 / 15:43

  • ოპონენტების თქმით, შეზღუდვა საკმარისი არ არის, საჭიროა სრული აკრძალვა.

მმართველმა პარტიამ მოამზადა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც მიღების შემთხვევაში, შეზღუდავს ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული ფირმების უფლებას ფლობდნენ წილებს ტელევიზიებში.

კანონპროექტის თანახმად, რომელიც მმართველი პარტიის დეპუტატებმა მოამზადეს და საკანონმდებლო ინიციატივის სახით 12 ნოემბერს დარეგისტრირდა, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი არ შეიძლება იყოს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლის "წილის ან აქციების 10%–ზე მეტს პირდაპირ ან ირიბად, ცალკე ან სხვა პირებთან ერთობლივად (ჯამურად) ფლობს (ფლობენ) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი (პირები)“.

თუ ამ ნორმას პარლამენტი მიიღებს, მაშინ ეს პირდაპირ შეეხება ტელეკომპანია "რუსთავი 2“–ს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, „რუსთავი 2“–ის აქციების 70%-ის მფლობელია Degson Limited – ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანია, რომლის შესახებ სხვა ინფორმაცია მიუწვდომელია. ტელეკომპანიის დანარჩენი 30% საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის საკუთრებაშია, რომლის დამფუძნებელია მმართველი პარტიის დეპუტატი დავით ბეჟუაშვილი – დაზვერვის სამსახურის უფროსის, გელა ბეჟუაშვილის ძმა.

წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების მიღების შემთხვევაში, "რუსთავი 2“–ს მოუწევს აქციების იმგვარად გადანაწილება, რომ Degson Limited–ის წილი შემცირდეს და 10%–ს არ აღემატებოდეს. 

კანონპროექტის მიხედვით, ამ პროცედურების განხორციელებისთვის ბოლო ვადა 2011 წლის 1 ივნისია.

მედია საშუალებების მფლობელთა ვინაობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა, კერძოდ კი "რუსთავი 2"–თან და "იმედთან" მიმართებაში, საქართველოში დიდი ხანია დავის საგანს წარმოადგენს.

ოქტომბერში საქართველოს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მიღებული იქნებოდა იმგვარი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც  მედია მფლობელთა გამჭირვალობას „სრულად“ უზრუნველყოფდა.

26 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ინიციატივის გამოცხადებისას, ასევე განაცხადა, რომ უზრუნველყოფილი იქნებოდა მედია–საშუალებების დაფინანსების გამჭირვალობაც.

თუმცა 12 ნოემბერს ინიცირებული კანონპროექტი ფინანსური გამჭირვალობის საკითხებს არ მოიცავს.

“ჩვენ ამ ინიციატივით მიზნად არ ვისახავთ დამატებით, პირდაპირი ცვლილებების შეტანას, რომელიც უკავშირდება ფინანსურ გამჭირვალობას, თუმცა ბუნებრივია, გაიმართება კონსულტაციები და კონსულტაციების შედეგად შეიძლება რაღაც სიახლე იყოს. ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია კონკრეტული საკითხის გადაჭრა, რომელიც უკავშირდება მფლობელთა შესახებ ინფორმაციის გამჭირვალობას,“– განაცხადა პროექტის პრეზენტაციაზე მისმა ერთ–ერთმა ავტორმა, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ჩიორა თაქთაქიშვილმა 12 ნოემბერს.

"უზარმაზარი ხვრელია დატოვებული, რადგან ჩვენ კვლავაც არ გვეცოდინება ვის ეკუთვნის მედია–საშუალების 10%. მითუმეტეს ფინანსური გამჭირვალობის გარეშე, 10%–იანი ოფშორიდან შეიძლება წამოვიდეს მთელი ფინანსური ნაკადები, რომელთა წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია არ იქნება გამჭირვალე,“– განუცხადა Civil.ge-ს ვახტანგ ხმალაძემ.

ხმალაძე წევრია ექსპერტებისა და მედია აქტივისტების იმ ჯგუფის, რომელმაც  მედიასთან დაკავშირებულ საკითხებზე უფრო ფართო ცვლილებათა პაკეტი შეიმუშავა, რომელიც საკანონმდებლო წინადადების სახით ასევე 12 ნოემბერს იქნა პარლამენტში შეტანილი.

ეს წინადადებები ეხება არა მხოლოდ მედია–მფლობელთა გამჭირვალობის საკითხებს, არამედ ისეთ თემებსაც მოიცავს, როგორიცაა საჯარო ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

შემოთავაზება ასევე შეიცავს ზომებს ხანგრძლივი სასამართლო განხილვების ვადების შესამცირებლად ისეთ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც უკავშირდება სახელმწიფო სტრუქტურების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმას და ამგვარ საქმეებზე სასამართლო ბაჟის გაუქმებას. ის ასევე მოიცავს მაუწყებელთა ლიცენზირების საკითხებს, ასევე სამაუწყებლო მედიაში ინტერესთა კონფლიქტთან და რეკლამის მკაფიო რეგულაციებთან დაკავშირებულ პრობლემებს.

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ შესაძლებელია მხედველობაში მიღება ჯგუფის მხოლოდ იმ წინადადებების, რომელიც მედიის მესაკუთრეთა გამჭირვალობას ეხება.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვამდე კანონპროექტთა ავტორებს ექსპერტების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრისკენ და მათი მხრიდან გამოთქმული არგუმენტირებული შენიშვნების გათვალისწინებისკენ მოუწოდა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
22