Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
დევნილთა გამოსახლების პროცესი იგეგმება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 დეკ.'10 / 17:09

დევნილებმა, რომლებიც თბილისში მდებარე 25–მდე შენობაში "სპონტანურად, მთავრობის თანხმობის გარეშე“ არიან  შესახლებული, საცხოვრებელი ფართები გაფრთხილებიდან 10 დღის ვადაში, დაახლოებით, 25 დეკემბრისთვის უნდა დატოვონ, აცხადებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.

სანაცვლოდ, სამინისტრო ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართებს კახეთსა და სამეგრელოს რეგიონებში სთავაზობს.

16 დეკემბერს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (გლუკის) განცხადებაში, რომელსაც სამინისტრო ავრცელებს, ნათქვამია, რომ 2008 წლის კონფლიქტის შედეგად ზოგიერთმა დევნილმა თბილისში უკანონოდ დაიკავა, დაახლოებით, 30–მდე შენობა.

"აღნიშნულ შენობათა უმეტესობა, რომელიც არ წარმოადგენს ოფიციალურ კოლექტიურ ცენტრს, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს ან უნდა დაიხუროს... დევნილებმა უნდა დატოვონ ასეთი შენობები,“– ნათქვამია განცხადებაში.  

გამოსახლების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას დევნილები პროტესტით შეხვდნენ. ბოლო საპროტესტო აქცია დევნილებმა 17 დეკემბერს პარლამენტის შენობასთან გამართეს, სადაც მათი ერთ–ერთი მოთხოვნა საახალწლოდ დაგეგმილი გამოსახლების გადავადება იყო. აქციაში ასევე მიიღეს მონაწილეობა ოპოზიციის წარმომადგენლებმაც.

გამოსახლების პროცესი გააკრიტიკეს ასევე საპარლამენტო ოპოზიციიდან პარტიის ჩვენ თვითონ და ქრისტიან–დემოკრატების ლიდერებმა.

სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დევნილთა დიდი ნაწილი, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებთან ერთად აქციებს მართავენ, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებულია. სამინისტროს განცხადებით, სახელმწიფოსაგან ერთხელ უკვე დაკმაყოფილებული ოჯახები, რამდენჯერმე ვერ დაკმაყოფილდებიან.

ბოლოს, დევნილების მასშტაბური გამოსახლების პროცესს ივლისსა და აგვისტოში ჰქონდა ადგილი, რომლის დროსაც, უფლებადამცველები იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების შელახვის ფაქტებზე მიუთითებდნენ. 

დევნილმა ქალბატონმა, რომელმაც უარი მიიღო დედაქალაქში საცხოვრებელი ფართით  უზრუნველყოფაზე, პროტესტის ნიშნად სამინისტროს შენობის წინ ოქტომბერში თავი დაიწვა, რომელიც მიღებული დამწვრობების შედეგად ნოემბერში გარდაიცვალა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11