Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
დევნილები დაგეგმილ გამოსახლებას აპროტესტებენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 დეკ.'10 / 11:32

რამდენიმე ასეულმა დევნილმა 21 დეკემბერს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართა თბილისში არსებული საცხოვრებელი ფართებიდან მათი დაგეგმილი გამოსახლების წინააღმდეგ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განცხადებით, დევნილებს, რომლებიც თბილისში მდებარე 25–მდე შენობაში „სპონტანურად, მთავრობის თანხმობის გარეშე“ არიან  შესახლებული, მოუწევთ შენობების დაცლა და სამეგრელოს ან კახეთის რეგიონში დასახლება. სამინისტროს თქმით, ამ რეგიონებში გამოყოფილი ფართები დევნილებს საკუთრებაში გადაეცემათ.

ბოლოს, დევნილების მასშტაბური გამოსახლების პროცესს ივლისსა და აგვისტოში ჰქონდა ადგილი, რომლის დროსაც, უფლებადამცველები იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების შელახვის ფაქტებზე მიუთითებდნენ.

ამჯერად, ხელისუფლებამ წინასწარ წერილობით გააფრთხილა დევნილები, რომ თვის ბოლომდე მოუწევდათ შენობების დაცლა, რასაც მწვავე პროტესტი მოყვა. თუმცა, როგორც თბილისის საკრებულოში წარმომადგებლობის მქონე ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, შეტყობინება კანონიერად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან მას ხელს არც ერთი უფლებამოსილი პირი არ აწერს.

უკანასკნელი ინფორმაციის თანახმად, ხელისუფლებამ დევნილების გამოსახლების ვადა 15 იანვრამდე გააგრძელა.

21 დეკემბერს პარლამენტის წინ შეკრებილმა დევნილებმა განაცხადეს, რომ ვადის გახანგრძლივებით მათი პრობლემა არ გვარდება, ვინაიდან ისინი თბილისში ითხოვენ საცხოვრებელ ფართებს, და არა რეგიონებში, სადაც, როგორც დევნილები აცხადებენ, ისინი სამუშაოს გარეშე დარჩებიან.  

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10