Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ხელისუფლება ტელე–მფლობელთა 100%–იან გამჭივალობას დათანხმდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 დეკ.'10 / 17:45

ხელისუფლება დათანხმდა ტელე–მესაკუთრეთა ვინაობის 100%–ით გამჭირვალობას მას შემდეგ, რაც უარი თქვა მის მიერ მომზადებულ კანონპროექტში არსებულ ჩანაწერზე, რომელიც ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ კომპანიებს ტელევიზიების 10% წილის ფლობის უფლებას აძლევდა.

“ჩვენ არ უნდა დავტოვოთ კითხვის ნიშნები მედიის მესაკუთრეების გამჭირვალეობასთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე კომიტეტის დასკვნაში ჩაიწერება, რომ ყველა ის შესაძლო ზღვარი, რომელიც უკავშირდებოდა ოფშორში დარეგისტრირებას უნდა გაუქმდეს და არანაირი წილობრივი მონაწილეობით არცერთი აქციის, არცერთი პროცენტი წილის არ შეიძლება ეკუთვნოდეს ოფშორში დარეგისტრირებულ პირს,“– განუცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა ჟურნალისტებს 3 დეკემბერს საკომიტეტო მოსმენების დასრულების შემდეგ.

ამ კომპრომისის შესახებ მმართველი პარტიის დეპუტატებმა ორსაათიანი მწვავე საკომიტეტო დებატების დასასრულს გამოაცხადეს, რომლის დროსაც მედია–მესაკუთრეთა გამჭირვალობის შესახებ მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ მომზადებულ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილებოდა.

საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე კი, კომიტეტის სხდომის მსვლელობისას მმართველი პარტიის დეპუტატები მყარად იდგნენ ძველ პოზიციებზე და არ იზიარებდნენ პარლამენტის ოპოზიციური ჯგუფების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედია ექსპერტების მოწოდებებს ოფშორული კომპანიებისათვის მედია მფლობელობის სრულად აკრძალვის თაობაზე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა საკომიტეტო მოსმენისას განაცხადა, რომ არასწორია ხელისუფლების არგუმენტები იმის თაობაზე, რომ ტელკომპანიაში 10%–იანი წილის მფლობელი ვერ იქნება გადაწყვეტილების მიმღები. მისი თქმით, მეწარმეთა შესახებ კანონის თანახმად, მინიმალური წილის მფლობელიც დასაშვებია იყოს გადაწყვეტილების მიმღები, თუ ამას კომპანიის შიდა წესდება ადგენს.

მაუწყებლობის შესახებ კანონში მომზადებული ცვლილებებში ასევე აისახება ვალდებულება კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ვებ–გვერდზე დაიდოს ინფორმაცია ტელე–მესაკუთრეთა შესახებ და ტელეკომპანიების ფინანსური აუდიტის დასკვნები.

პავლე კუბლაშვილის თქმით, ფინანსურ გამჭირვალობასთან დაკავშირებული სხვა ალტერნატიულ წინადადებებზე მსჯელობა კანონპროექტის მეორე მოსმენისას გაგრძელდება. თუმცა მმართველი პარტიის დეპუტატები ასევე აცხადებენ, რომ ტელევიზიების აუდიტის საჭიროებაზე არსებული საკანონმდებლო დებულებები საკმარისია ფინანსური გამჭირვალობისთვის.

გარდა ამისა, იურიდიული კომიტეტი ასევე შეთანხმდა, რომ კანონპროექტში განისაზღვრება აჭარის ტელევიზიის სტატუსი. ეს ტელევიზია ამჟამად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო საკუთრებაშია, რაც ეწინააღმდეგება კანონპროექტის იმ დებულებას, რომელიც კრძალავს სამაუწყებლო ლიცენზიის ფლობას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

კუბლაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პირველი მოსმენით განხილული კანონპროექტისგან დამოუკიდებლად გაგრძელდება ყველა იმ წინადადებათა განხილვა, რომელიც მედია და იურიდიულ ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა მედია გარემოს გაუმჯობესების მიზნით და რომელიც ქრისტიან–დემოკრატებმა პარლამენტში ოფიციალური ინიციატივის სახით უკვე დაარეგისტრირეს. მედია–მფლობელთა გამჭირვალობის საკითხების გარდა კანონპროექტების ეს პაკეტი სხვა თემებსაც მოიცავს,  მათ შორის საჯარო ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხებს.

 

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20