Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოფშორულ კომპანიებს ტელევიზიების ფლობა სრულად აეკრძალებათ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 დეკ.'10 / 19:04

პარლამენტმა პირველი მოსმენით ერთხმად მიიღო მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ კომპანიებს საქართველოში მაუწყებლობის ლიცენზიის ფლობას სრულად უკრძალავს.

მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ მომზადებული კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტი ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ კომპანიებს ტელევიზიების 10% წილის ფლობის უფლებას აძლევდა. თუმცა ამ დებულებაზე ინიციატორებმა საბოლოო ჯამში უარი თქვეს მას შემდეგ, რაც გაიზიარეს ოპონენტების მოსაზრება, რომ გამჭირვალობის კუთხით კითხვის ნიშნები აღარ უნდა არსებობდეს.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პრეზენტაციისას ასევე განაცხადა, რომ მეორე მოსმენისათვის „რამოდენიმე ნაბიჯი კიდევ გვაქვს გადასადგმელი ფინანსური გამჭირვალობის კუთხით“, რაც  ასევე წარმოადგენს ოპონენტების ერთ–ერთ ძირითად მოთხოვნას. 

"იმედია რომ შევჯერდებით ფორმულირებებზე და საბოლოოდ, ჩვენ შევუწყობთ ხელს ფინანსურ გამჭირვალობას მედია საშუალებებში,"– განაცხადა კუბლაშვილმა.

26 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ინიციატივის გამოცხადებისას ხაზი გაუსვა, რომ უზრუნველყოფილი იქნებოდა მედია–საშუალებების მფლობელთა და დაფინანსების გამჭირვალობა.

ფინანსურ გამჭირვალობასთან დაკავშირებულ დებულებებს პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი არ მოიცავს, ისევე როგორც არ ასახავს იურიდიული კომიტეტის მიერ აღებულ ვალდებულებას, რომ  კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ვებ–გვერდზე სავალდებულო იქნება მედია–მესაკუთრეთა და ტელევიზიების ფინანსურ აუდიტთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნება; და რომ აჭარის ტელევიზიის სტატუსი ახლებურად განისაზღვრება. 

კუბლაშვილის თქმით, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საკითხი კანონპროექტში მეორე მოსმენისთვის აისახება.

უმცირესობისა და ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ  პირველი მოსმენით მიღებული ცვლილებები შეაფასა, როგორც "ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელი“.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
23