Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მმართველი პარტია: ‘ოპოზიციის ულტიმატუმის ენა მიუღებელია’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 მარ.'11 / 16:56

მმართველი პარტია მზად არის ოპოზიციასთან საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მოლაპარაკებები განაგრძოს, თუმცა ოპოზიციის "ულტიმატუმების“ ენა არ უწყობს ხელს ამ პროცესს და იგი ჩაშლისკენ მიჰყავს, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან პავლე კუბლაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ რვა ოპოზიციური პარტიის მიერ 23 მარტს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადება და მისი "ტონი აბსოლუტურად მიუღებელია“.

ერთობლივ განცხადებაში ოპოზიციური რვიანი, რომელიც ერთიანი პოზიციით გამოდის მმართველ პარტიასთან საარჩევნო რეფორმაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში, ხელისუფლებას იმაში ადანაშაულებს, რომ მან ვერ გამოავლინა პოლიტიკური ნება ფუნდამენტურად შეცვალოს საარჩევნო გარემო. რვა პარტიამ ასევე გააფრთხილა ხელისუფლება, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში გააგრძელებენ მოლაპარაკებებს, თუ ხელისუფლება "ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამს“. მათივე თქმით, ოპოზიციასთან, პირველ რიგში "რვიანთან“, შეთანხმების გარეშე ხელისუფლება არჩევნებს ვერ ჩაატარებს, "ხოლო თუ ჩაატარებს, ეს იქნება არა არჩევნები, არამედ ხალხის ბრძოლა უზურპატორ ხელისუფლებასთან“.

"ეს არის მუქარის და შანტაჟის ტონი,“ – განუცხადა პავლე კუბლაშვილმა Civil.ge-ს 24 მარტს, "ისინი გვეუბნებიან: 'ან ყველაფერზე დაგვეთანხმებით, ან მიიღებთ დაძაბულობას' – მოლაპარაკებების მაგიდასთან ამ ტონით არ საუბრობენ.“

მისი თქმით, იგი არ დაკავშირებია ოპოზიციას ამ საკითხზე მას შემდეგ, რაც მათი განცხადება გამოქვეყნდა და ვერ იტყვის, როდის გაიმართება მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი.

"ისტერიისა და განცხადებაში გამოყენებული ტონის შემდეგ, მათი მომდევნო ნაბიჯები ჩემთვის გაუგებარი რჩება,“ – განაცხადა კუბლაშვილმა და დასძინა, რომ მმართველი პარტია მზად არის განაგრძოს დისკუსიები მოლაპარაკებების დროს დაყენებულ "ყველა საკითხზე“.

"ჩვენ არ ვწყვეტთ მოლაპარაკებებს, მაგრამ მზად ვართ გავაგრძელოთ ეს პროცესი მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური ნაბიჯების გადმოდგმის შემთხვევაში,“ – ნათქვამია ოპოზიციური რვიანის განცხადებაში, "ხელისუფლების ადეკვატური დამოკიდებულების მანიშნებელი იქნებოდა, მაგალითად, გადაწყვეტილების მიღება მთელს ქვეყანაში ამომრჩეველთა ბიომეტრიული რეგისტრაციაზე და საარჩევნო სისტემის რეფორმაზე, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფდა პოლიტიკურ ძალებს შორის საპარლამენტო ადგილების განაწილებას მიღებული ხმების პროპორციულად“.

ეს ორი საკითხი ერთობლივი განცხადების ის მთავარი პუნქტებია, რომლებიც რვა ოპოზიციურმა პარტიამ 2010 წლის ოქტომბერში წარმოადგინა.

მმართველი პარტია ბიომეტრიული პირადობის მოწმობების საფუძველზე საარჩევნო სიის შედგენას მხოლოდ თბილისში თანხმდება და არა მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც ამას ოპოზიცია მოითხოვს.

უთანხმოების კიდევ ერთ წყაროს წარმოადგენს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ის ნორმები, რომლებმაც პარლამენტის დაკომპლექტების წესი უნდა განსაზღვროს.

რვა ოპოზიციური პარტიის ერთობლივი პოზიციაა, რომ 150 წევრიანი პარლამენტის 75 წევრი აირჩეს პროპორციული სისტემით; დანარჩენი 75 დეპუტატი კი რეგიონულ–პროპორციული წესით, ნაცვლად არსებული ერთმანდატიანი მაჟორიტარული სისტემისა. ორივე სისტემისთვის საარჩევნო ბარიერი 5% უნდა იყოს.

მმართველ პარტიას არსებული სისტემის შენარჩუნება სურს იმ მოტივით, რომ თითოეული ოლქი თავისი მაჟორიტარი დეპუტატით უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში. მმართველი პარტია მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობის გაზრდის ინიციატივითაც გამოვიდა, თუმცა ოპოზიციისთვის ეს კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12