Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ტელემედიის გამჭირვალობის კანონპროექტზე მუშაობა მარტში დასრულდება – კუბლაშვილი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 თებ.'11 / 18:59

ტელემედიის გამჭირვალობის შესახებ  კანონპროექტის საბოლოო ფორმულირებებზე მუშაობა მარტში დასრულდება, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთან კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა.

მაუწყებლობის კანონში შესაბამისი ცვლილებები, რომელშიც უკვე ასახულია ოფშორული კომპანიებისათვის ტელევიზიების ფლობის აკრძალვა, პირველი მოსმენით მიღებულია.  მეორე და მესამე მოსმენით კანონპროექტის მიღება, რაც დეკემბერში იგეგმებოდა, საგაზაფხულო სესიისთვის, კერძოდ კი თებერვლისთვის გადაიდო საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის ფინანსური გამჭირვალობის საკითხზე შეუთანხმებლობის მოტივით.

საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოს (IREX) მიერ მედია–გამჭირვალობის საკითხებზე 3 თებერვალს ორგანიზებული დისკუსიის ფარგლებში კუბლაშვილმა გაიმეორა ადრინდელი პოზიცია, რომ მოქმედი კანონმდებლობა ისედაც ითვალისწინებს ტელევიზიების მიერ ფინანსური აუდიტის ჩატარების ვალდებულებას და ეს ნორმა "ამომწურავია“. “უფრო ღრმა, უფრო ყოვლისმომცველ რეგულირებას ვერ გამოვიგონებთ,“ – განაცხადა მან და დასძინა, რომ "ამ ნორმის ცვლილება გაჭირდება“.

თუმცა მას შემდეგ, რაც ექსპერტებმა და მედიის წარმომადგენლებმა მოქმედი ნორმის არაეფექტურობას გაუსვეს ხაზი და სამაუწყებლო ფინანსების მიმოქცევისა და ამ თანხების წარმომავლობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობისაკენ მოუწოდეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ამ საკითხებზე მსჯელობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა.

 

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
6