Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
დევნილთა გამოსახლების ინციდენტთან დაკავშირებით ორ პირს პატიმრობა მიესაჯა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 იან.'11 / 20:52

პოლიციიასთან შეხლა–შემოხლა იმ დროს მოხდა, როდესაც დევნილთა მხარდამჭერები და მათი რამოდენიმე ნათესავი პოლიციის მიერ ალყაშემორტყმული შენობისკენ გადაადგილებას შეეცადნენ. ფოტო: ინტერპრესნიუსი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაგებში, სტუდქალაქიდან დევნილთა გამოსახლებისას პოლიციასტან მომხდარი შეხლა–შემოხლის დროს დაკავებული ორი პიროვნება დამნაშავედ ცნო პოლიციისთვის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობაში და მათ 14 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კონსერვატიული პარტიის აქტივისტი გია ყრუაშვილი და დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის თავმჯდომარე მანუჩარ სიგუა იმ ადამიანებს შორის იყვნენ, რომლებიც ბაგებში სტუდქალაქთან მივიდნენ, რათა იქიდან დევნილთა გამოსახლება გაეპროტესტებინათ. პოლიციასთან შეხლა–შემოხლა იმ დროს მოხდა, როდესაც დევნილთა მხარდამჭერები და მათი რამოდენიმე ნათესავი შეეცადნენ გადაადგილებულიყვნენ შენობისკენ, რომლის გარშემოც პოლიციას ალყა ჰქონდა შემორტყმული.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში ასევე დამნაშავედ ცნო  სამი ქალბატონი, რომლებიც იმავე ინციდენტის დროს დააკავეს; ისინი 400 ლარის ჯარიმის დაკისრების შემდეგ გაათავისუფლეს.

თბილისში კიდევ სულ ცოტა 20 შენობაა, საიდანაც დევნილების გამოსახლებაა მოსალოდნელი. ფოტო: ინტერპრესნიუსი

20 იანვარს დევნილები ასევე გამოასახლეს ორხევის დასახლებაში არსებული, ყოფილი საბაჟო დეპარტამენტის შენობიდან. ხელისუფლების თქმით, გამოსახლებულმა ოჯახებმა შესაბამისი კომპენსაცია მიიღეს – ან ფინანსური სახის, ან საცხოვრებელი ფართის გამოყოფით რეგიონებში. თუმცა, როგორც გამოსახლებული დევნილები აცხადებდნენ მათ არანაირი კომპენსაცია არ მიუღიათ. მათი თქმით, რეგიონებში განსახლება მათ შემოსავლის წყაროს გარეშე დატოვებს, ვინაიდან რაიონებში სამუშაო ადგილები არ არის.

20 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) განაცხადა, რომ „პატივისა და ღირსების შელახვა“ იყო, როდესაც გამოსახლებული ოჯახების ტრანსპორტირებისთვის სატვირთო მანქანები გამოიყენეს.

„საია კატეგორიულად გმობს დევნილების მიმართ ამგვარ მოპყრობას,“ – ნათქვამია განცხადებაში.

საიამ ასევე განაცხადა, რომ გამოსახლების მომენტში დევნილებს არ ჰქონდათ მიღებული საკომპენსაციო თანხა, რაც, ორგანიზაციის თქმით, ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულებების დარღვევაა. ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ ალტერნატიულ საცხოვრებელზე უარის თქმის შემთხვევაში, დევნილ ოჯახს  უფლება აქვს მიიღოს 10 000 ლარის ოდენობის ფინანსური კომპენსაცია კომპაქტურად ჩასახლების ადგილიდან გამოსახლებამდე სულ მცირე 10 დღით ადრე.

თბილისში კიდევ სულ ცოტა 20 შენობაა, საიდანაც, ხელისუფლების თქმით, დევნილების გამოსახლებაა მოსალოდნელი.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
36