Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
Amnesty International–ი შეშფოთებულია დევნილთა გამოსახლების გამო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 31 იან.'11 / 11:47

Amnesty International-მა შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ დევნილი ოჯახების ბოლოდროინდელი გამოსახლების პროცესმა "ვერ დააკმაყოფილა საერთაშორისო სტანდარტები“.

"კერძოდ, Amnesty International-ი შეშფოთებულია იმის გამო, რომ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა  გამოსახლებულებისთვის შესაბამისი წინასწარი შეტყობინების გაკეთება, ვერ უზრუნველყო ის, რომ ყველა შესაბამის ოჯახს მიეღო ფინანსური დახმარება გამოსახლებამდე და ასევე ვერ უზრუნველყო დამკვირვებელთა სრული და შეუფერხებელი დაშვება. Amnesty International-ი ასევე შეშფოთებულია იმ ინფორმაციის გამო, რომ მთავრობის მიერ გამოსახლებულთათვის შეთავაზებული ყველა ალტერნატიული საცხოვრებელი ვერ აკმაყოფილებს სრულად ადეკვატურ საცხოვრებელ სტანდარტებს,“ – განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ 28 იანვარს.

თბილისის 22–მდე დროებითი თავშესაფრიდან 20 იანვრის შემდეგ დაახლოებით 600–მდე დევნილი ოჯახი გამოსახლეს. ამ ოჯახებს, რომელთა დიდი ნაწილიც აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად დევნილი მოსახლეობაა, 2008 წლის ომის შემდეგ მთავრობის ნებართვის გარეშე ჰქონდათ დაკავებული ეს შენობები. მათ შორის ასევე იყვნენ აგვისტოს ომის შედეგად დევნილი ოჯახები.

საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ, რომელიც დევნილთა განსახლების პროცესს აკვირდება, განაცხადა, რომ გამოსახლების, განსახლებისა და ფულადი კომპენსაციების გაცემის კომპლექსური პრობლემების "პოლიტიზირება, განზოგადება და არასწორად ინტერპრეტირება" ხდება. ორგანიზაციის თანახმად,  „ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ მთავრობამ ვერ მოახერხა საზოგადოებისთვის ნათლად აეხსნა თუ როგორ და რატომ იღებს გადაწყვეტილებებს გამოსახლებაზე, ფულად კომპენსაციასა და პრიორიტეტებზე დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ“.

"საჭიროა მთავრობის გადაწყვეტილებების უფრო ეფექტური კომუნიკაცია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში გაანელებს საზოგადოების უკმაყოფილებას,“ – განაცხადა საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
54