Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მაუწყებელთა ფინანსურ გამჭირვალობაზე ფორმულირებები მზადდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 მარ.'11 / 18:16

მაუწყებელთა ფინანსური გამჭირვალობის საკითხზე პოზიციები დაახლოებულია, განაცხადეს დღეს დეპუტატებმა საპარლამენტო უმრავლესობიდან და უმცირესობიდან კანონპროექტის მეორე მოსმენით დაგეგმილ განხილვამდე ერთი დღით ადრე.  

“მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვართ,“– განაცხადა პავლე კუბლაშვილმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მმართველი პარტიიდან უმცირესობასთან გამართული კონსულტაციების შემდეგ, სადაც "გავცვალეთ ჩვენი პოზიციები იმასთან დაკავშირებით, რაც ეხება აუდიტის მიერ დასკვნის დადებას კონკრეტულ მედია საშუალების ფინანსებთან დაკავშირებით“.

“იმედი მაქვს რომ ხვალამდე კიდევ პოზიციებს დავაახლოებთ და შესაბამისი ფორმულირებები უკვე აისახება მეორე მოსმენის ტექსტში,“– განაცხადა მან.

ქრისტიან–დემოკრატებიდან დეპუტატ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, საუბარია საერთაშორისო ბუღალტრული სტანდარტებით აუდიტის ჩატარებაზე, რათა "ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდეს შესაძლებლობა გაეცნოს თითოეული მაუწყებლის ფინანსების გამჭირვალობას და წარმომავლობას“.

ფინანსური გამჭირვალობა ის ერთადერთი შეუთანხმებელი საკითხია, რის გამოც დეკემბერში "მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების მიღება შეჩერდა. დაახლოებით, სამთვიანი პაუზის შემდეგ პარლამენტი დაუბრუნდება ამ საკითხის განხილვას, რომელიც მედია–მესაკუთრეთა გამჭირვალობის კუთხით ასევე ითვალისწინებს მაუწყებლობის ლიცენზიების ფლობის აკრძალვას ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული კომპანიებისათვის.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10